ლაშა ჯოხაძის აქცია-პერფორმანსი და პროტესტი თბილისის მოდის კვირეულზე

0
1361

ლაშა ჯოხაძის კოლექციით თბილისის მოდის კვირეულის მეთვრამეტე სეზონი 19 ოქტომბერს, „ღვინის ქარნახა #1“-ში გაიხსნა. დიზაინერი საზოგადოებისთვის ცნობილი „ცეკვავენ ვარსკვლავებისთვის“ შექმნილი კოსტიუმებით გახსნა. პროექტზე დღემდე მუშაობს, თუმცა საკუთარი ატელიე ძალიან დიდი ხანია აქვს და კერძო შეკვეთებსა და კოლექციებზე მუშაობს.

თბილისის მოდის კვირეულს წელს ეკომიმართულება აქვს და მოგვიანებით, აპირებს, მხოლოდ ბუნებრივი ქსოვილებით შეკერილ კოლექციებს დაუთმოს პოდიუმი. ბუნებასთან დამოკიდებულება გამოხატა ლაშა ჯოხაძემაც ახალი კოლექციით, რომელიც შავ ფერში იყო გადაწყვეტილი და ძირითადად, საღამოს გამოსასვლელი კაბები წარმოადგინა. პოდიუმზე მცირე ეპრფორმანსიც შედგა. თავიდანვე გოგონები პოდიუმზე იყვნენ გაწოლილებ სხვადასხვა პოზაში, მუსიკის დაწყების შემდეგ კი ნელ-ნელა ერთმანეთს ეხმარებოდნენ წამოდგომაში და პოდიუმზე დადიოდნენ.

ლაშა ჯოხაძე:

ამ სეზონზე პერფორმანსის სახით წარვდექი. შევუერთდი მოდის კვირეულის აქციას ბუნების დაცვასთან დაკავშირებით. იცით, რომ მოსაწვევებიც არ დაიბეჭდა და მხოლოდ ელექტრონული ვერსიით მიეწოდა მაყურებელს. მქონდა რამდენიმე ძველი კოსტიუმიც. მხოლოდ შავი ფერი წარმოვადგინე და გამოვხატე ჩემი პროტესტი ჰაერის დაბინძურებასთან დაკავშირებით.

ფოტო: „თბილისის მოდის კვირეულის“ ოფიციალური გვერდი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here