ქართული სოფლიდან „ოქროს გლობუსზე“ – რატი წითელაძე რჩეულებს შორისაა

ქართული სოფლიდან „ოქროს გლობუსზე“ – რატი წითელაძე რჩეულებს შორისაა

რატი წითელაძის „ფეისბუქ“-გვერიდი ავრცელებს ვიდეოს, რომელიც „ოქროს გლობუსის“ გუნდმა გადაიღო. ქართველი რეჟისორი მოხვდა იმ ხუთ რჩეულ რეჟისორს შორის, რომლებიც „ოქროს გლობუსის“ ცერემონიაზე მიიწვიეს სპეციალური პროგრამის ფარგლებში.

„ოქროს გლობუსის“​ 5 რჩეულ რეჟისორს შორის!..

როცა სოფლიდან ბათუმში ჩავედი, ჩემთვის ეს იყო მთელი სამყარო. როდესაც პირველად თბილისში ჩავედი, ეს იყო პარიზიც და ყველაფერიც… ყოველთვის მჯეროდა, რომ თუ ოცნებას აქცევ მიზნად, მაშინ შეუძლებელი არაფერია. არ აქვს მნიშვნელობა, საიდან მოდიხარ, რამდენი წლის ხარ, რაოდენ წარმოუდგენელია შენი მიზანი, ყოველთვის გჯეროდეს საკუთარი თავის და იმის რასაც აკეთებ.

მადლობა HFPA Hollywood Foreign Press Association-ს, რომელმაც შემარჩია 5 შესანიშნავ რეჟისორს შორის, რათა ვყოფილიყავი „ოქროს გლობუსის“ ოჯახის წევრი. დიდი მადლობა Film Independent-ის ჯგუფს დიდი ცხოვრებისეული გამოცდილების მიღებისა და მხარდაჭერისთვის.

დაბოლოს, დიდი მადლობა მსახიობ ნინო ვარსიმაშვილს, უამრავი სირთულის მიუხედავად, ჩემი მხარდაჭერისთვის წლების განმავლობაში და იმისთვის, რომ ჩემი სჯეროდა“ – აღნიშნულია რატი წითელაძის განცხადებაში.

(ვიდეო)

სიახლეები/

|

January 24, 2019 / 5:43 pm

საკვანძო სიტყვები

TOP სიახლეები

Facebook

რეკლამა

მსგავსი სიახლეები

რატი წითელაძე „ოქროს გლობუსზე“ დასასწრებად მიიწვიეს

რატი წითელაძის ოფიციალური „ფეისბუქ“-გვერდი ავრცელებს სიახლეს, რომლის თანახმადაც, ქართველი რეჟისორის პროექტი „ოქროს გლობუსის“ ჰოლივუდის უცხოური პრესისას ასოციაციის რეზიდენციის გრანტის გამარჯვებული გახდა. მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური, ტორონტოს საერთაშორისო კინოფესტივალის TIFF Filmmaker Lab-ის რჩეული რეჟისორებიდან, ჰოლივუდის უცხოური პრესის ასოციაციის კომისიამ რატი წითელაძე, პროექტით “ცარიელი სახლი” 3 გამარჯვებულს შორის დაასახელა. რატი ლოს-ანჯელესში, სამკვირიანი რეზიდენციის ფარგლებში ჰოლივუდის უცხოური პრესის […]

ქართული ფილმი პრესტიჟულ ფესტივალზე მიიღებს მონაწილეობას

რეჟისორ რატი წითელაძის ფილმი დანიის ყველაზე ძველ და მნიშვნელოვან კინოფესტივალზე OFF – Odense International Film Festival-ზე 3 მთავარ საკონკურსო პროგრამაში შეარჩიეს. ფესტივალი 27 აგვისტოდან 2 სექტემბრამდე დანიის ქალაქ ოდენსეში იმართება! “სოციუმის პატიმარს” მოპოვებული აქვს ოსკარის კვალიფიკაცია და ევროპული კინოაკადემიის ნომინაცია. ქართული კინემატოგრაფიის ისტორიაში “სოციუმის პატიმარი” პირველი მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმია, რომელიც 15 საუკეთესო ევროპულ ფილმს შორის […]

რატი წითელაძის „სოციუმის პატიმარი“ 4000-მდე ფილმიდან საუკეთესოთა შორის დაასახელეს

რეჟისორი რატი წითელაძე წერს, რომ მისი ნამუშევარი „სოციუმის პატიმარი“ საუკეთესოთა შორის პრესტიჟულ ფესტივალზე Tampere Film Festivalმოხვდა. გთავაზობთ რეჟისორის სტატუსს: „4000-მდე ფილმიდან ჩვენი მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი “სოციუმის პატიმარი” საუკეთესოთა შორის მოხვდა. ფილმის პრემიერა, მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ოსკარის, BAFTA და ევროპული აკადემიის საკვალიფიკაციო კინოფესტივალის Tampere Film Festival-ის მთავარ საერთაშორისო კონკურსში შედგება. ფესტივალს 30,000-ზე მეტი მნახველი ყავს […]

რატი წითელაძე: „5 წლის შემდეგ, როგორც იქნა, ვნახე ჩემი მშობლები…“

აღმოსავლური ორთაბრძოლების მსოფლიო ჩემპიონი, რატი წითელაძე, რომელმაც სახელი სკანდალური იმიჯითა და ინტერვიუებით გაითქვა. პირველ ინტერვიუში, რომელიც მისი თამამი ფოტოების შემდეგ ქართულ პრესაში გამოჩნდა, რატიმ აღნიშნა, რომ მისთვის სექსის სანაცვლოდ ფული შეუთავაზებიათ. მოგვიანებით, მან აღიარა, რომ ასეთი სკანდალური განცხადებები არ უნდა გაეკეთებინა. შემდეგ რატი „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ გამოჩნდა. ამის მერე კი ეპატაჟური ნაბიჯები აღარ გადაუდგამს და ლოს […]

რატი წითელაძე: “ბედნიერი ვარ, რომ ყველას არ მოვწონვარ…”

რატომ არ უყურებს "პარადოქსს" მისი მთავარი გმირი რატი წითელაძე ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც ყვითელი პრესა მისი პიკანტური ფოტოებითა და ვიდეოთი დაინტერესდა. შემდეგ "ცეკვავენ ვარსკვლავებში" მონაწილეობაც მიიღო, სადაც საკმაოდ წარმატებით გამოდიოდა. ბოლო ორი წელი სწავლა-განათლების მიღებაში გაატარა, მათ შორის - ლოს ანჯელესში, სადაც რეჟისურასა და სამსახიობო ოსტატობას ეუფლებოდა, პარტნიორთან ერთად ფილმის გადღებას გეგმავს, მანამდე კი GDS-ის სერიალში "პარადოქსი“ მთავარ როლს ასრულებს.

რეკლამა