რაზე ოცნებობს ცნობილი საოპერო მომღერალი თეონა დვალი

0
1055

წარმატებული კარიერა იტალიაში და კონცერტები ლეგენდარულ მუსიკოსებთან ერთად თეონა დვალის ჩვეული ცხოვრებაა. გარდამტეხი ეტაპი ბავშვობაში მოხდა, როდესაც ის ერთ-ერთ კონკურსში მყოფი სხვა კონკურსანტის მშობელმა შეამჩნია და თეონას დედას ურჩია გოგონასთვის განსაკუთრებული ყურადღება მიექცია. დედამაც არ დაიზარა და პედაგოგთან მიიყვანა. სწორედ აქედან დაიწყო დღეს უკვე გამორჩეული საოპერო მომღერლის თეონა დვალის წარმატებული ცხოვრებაც. თბილისში კონსერვატორიის უმაღლესი სამუსიკო სასწავლებელი დაამთავრა შემდეგ კი იტალიაში გაემგზავრა. მას არაერთ მნიშვნელოვან სპექტაკლში უმღერია.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here