„ოსკაროსანი“ მსახიობი „ბლექ სი არენაზე“ – ჯარედ ლეტო და Thirty Seconds to Mars 13 აგვისტოს კონცერტს გამართავენ

„ოსკაროსანი“ მსახიობი „ბლექ სი არენაზე“ – ჯარედ ლეტო და Thirty Seconds to Mars 13 აგვისტოს კონცერტს გამართავენ

13 აგვისტოს, „ჩექ ინ ჯორჯიას“ ფარგლებში, „ბლექ სი არენა“ ჰოლივუდის ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავს უმასპინძლებს. „ოსკაროსანი“ ჯარედ ლეტო საზოგადოებისთვის ცნობილია, როგორც არა მხოლოდ მსახიობი, არამედ მუსიკოსიც. ის ძმასთან ერთად ამერიკული როკბენდის, Thirty Seconds to Mars დამფუძნებელია. ჯგუფის ისტორია 1998 წლიდან იწერება, ხოლო მისი კომერციული წარმატება 2005 წელს უკავშირდება.

Thirty Seconds to Mars ამერიკული როკპროექტია, რომელიც 1998 წელს ძმებმა ჯარედ და შენონ ლეტოებმა (Jared Leto, Shannon Leto) შექმნეს. ბენდს პირველი კომერციული წარმატება და აღიარება 2005 წელს გამოსულმა ალბომმა A Beautiful Lie მოუტანა ჰიტებით: “Attack”,”The Kill”, “From Yesterday” და “A Beautiful Lie“. კრიტიკოსების და მსმენლის მხრიდან ალბომის აღიარებამ ჯგუფის პოპულარობა მნიშვნელოვნად გაზარდა, რის შემდეგაც ამერიკულმა როკბენდმა კიდევ 3 წარმატებული ალბომი გამოსცა, რომლის პარალელურად Thirty Seconds to Mars მსოფლიოს ყველა დიდ ფესტივალსა და საკონცერტო სივრცეში გამოსვლებს განაგრძობდა. 2013 წელს, ალბომის Love, Lust, Faith and Dreams შემდეგ, ბენდმა 5-წლიანი პაუზა აიღო, რასაც მოჰყვა არტპოპ და ელექტრონულ ჟღერადობაზე ორიენტირებული ალბომი America. სწორედ ამ ჩანაწერის გამოცემის შემდგომ შედგა ჯგუფის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი ტურნე, რომლის ფარგლებშიც Thirty Seconds to Mars საქართველოსაც ეწვევა. ფილოსოფიური თემებით დატვირთული სიმღერებისა და ენერგიული ცოცხალი შესრულებების წყალობით, Thirty Seconds to Mars თანამედროვე მუსიკალური სივრცის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური პროექტია.

როდიდან გაიყიდება და რა ფასად შეიძენთ Jessie J-ს კონცერტზე დასასწრებ ბილეთებს

„ბლექ სი არენა” 2019 წლის სეზონს 6 „გრემის“ მფლობელი Black Eyed Peas-ის კონცერტით გახსნის!..

 

სიახლეები/

|

May 14, 2019 / 2:44 pm

საკვანძო სიტყვები

TOP სიახლეები

„შური კლავს“ – ანრი ჯოხაძე თამთა გოდუაძისთვის 6 ქულის დაწერას ქართულ ჟიურის ვერ პატიობს

თამთა გოდუაძეს „ევროვიზიის“ ქართულმა ჟიურიმ, რომელიც ხუთი ადამიანისგან შედგებოდა, 6 ქულა დაუწერა და ამის გამო ქართველი მსმენელისგან კრიტიკის ქარცეცხლი დაიმსახურა. ამ კუთხით ერთ-ერთი ყველაზე მძაფრი კრიტიკა გამოთქვა მომღერალმა და ტელეწამყვანმა ანრი ჯოხაძემ. გთავაზობთ მის სტატუსს ამ თემაზე: „თამთას 6 ქულა ქართული „პროფესიონალი“ ჟიურისგან. რამდენი ქულაც არ უნდა დაუწეროთ მას, მაინც ვერასოდეს მიაღწევთ თამთას “ლეველს” !!! […]

კოკო როინიშვილი დედ-მამის ურთიერთობაზე – „მეგობრობენ, მაგრამ…“

კოკო როინიშვილი ჟურნალ „თბილისელებთან“ დედ-მამის ურთიერთობის შესახებ საუბრობს. როგორც მსახიობი აღნიშნავს, თამრიკო ჭოხონელიძე და გია როინიშვილი არ შერიგებულან. გთავაზობთ ციტატას ინტერვიუდან: „არა, არ შერიგებულან. გიასა და თამრიკოს ძალიან კარგი ურთიერთობა აქვთ, მეგობრობენ, მაგრამ როგორც ცოლ-ქმარი, ისე არ ცხოვრობენ. ყოველდღე შეიძლება, ვერ ხვდებიან, მაგრამ ტელეფონით მაინც მოიკითხავენ ერთმანეთს. ცივილიზებული ურთიერთობა აქვთ“. კოკო ასევე საუბრობსთავისი როლის შესახებ […]

ანრი ჯოხაძე „ოქროს ტალღაზე“ არა საკუთარ, არამედ სხვა სიმღერას გულშემატკივრობს

ანრი ჯოხაძე „ოქროს ტალღაზე“ სიმღერით „ცივი ნოემბერი“ არის წარდგენილი. „მიუზიკბოქსთან“ ინტერვიუში მომღერალმა საკუთარ მოლოდინებზე და „ოქროს ტალღის“ კონკურსის შესახებ, რომელიც წელს, რადიოჰოლდინგ „ფორტუნას“ ორგანიზებით უკვე მეექვსედ იმართება, ვრცლად საიუბრა. ანრი ჯოხაძე: ჩემთვის „ოქროს ტალღა“ ასოცირდება მოულოდნელობასთან. პირველი, რაც მახსოვს, როცა ჩემი სიმღერა წლის საუკეთესო სიმღერა გახდა, ერთი პროცენტითაც ვერ წარმოვიდგენდი, რომ ასე იქნებოდა. სულელის სახით […]

Facebook

რეკლამა

მსგავსი სიახლეები

Jessie J „ბლექ სი არენას“ სცენას 6 აგვისტოს დაიკავებს!..

ცნობილი ბრიტანელი შემსრულებელი Jessie J, რომელსაც მსოფლიოს მასშტაბით 3 მილიონი ალბომი და 20 მილიონი სინგლი აქვს გაყიდული, საქართველოს ესტუმრება და 2019 წლის 6 აგვისტოს, „ბლექ სი არენაზე“ კონცერტს გამართავს. Jessie J მუსიკალურმა სამყარომ 2011 წელს გამოცემული სადებიუტო ალბომით Who You Are გაიცნო. BRIT Awards-ის ჯილდოს მომტანი ალბომი ისეთ ჩანაწერებს შეიცავდა, როგორებიცაა“Price Tag”, “Domino” და “Laserlight” […]

რა ეღირება და როდიდან გაიყიდება Black Eyed Peas-ის კონცერტის ბილეთები

16 ივნისს, შეკვეთილში მდებარე საკონცერტო დარბაზი „ბლექ სი არენა”, Check in Georgia-ს ფარგლებში, 2019 წლის სეზონს ამერიკული მუსიკალური ბენდის, Black Eyed Peas-ის კონცერტით გახსნის. ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესოდ გაყიდვადი ჯგუფი (მთლიანობაში გაყიდული 76 მილიონი ჩანაწერით) საქართველოს ბოლო ალბომის, Masters of the Sun Vol. 1 მხარდამჭერიტურნეს ფარგლებში ეწვევა. Black Eyed Peas („ბლექ აიდ ფის“) „გრემის“ 6 […]

„ბლექ სი არენა” 2019 წლის სეზონს 6 „გრემის“ მფლობელი Black Eyed Peas-ის კონცერტით გახსნის!..

16 ივნისს, შეკვეთილში მდებარე საკონცერტო დარბაზი „ბლექ სი არენა”, Check in Georgia-ს ფარგლებში, 2019 წლის სეზონს ამერიკული მუსიკალური ბენდის, Black Eyed Peas-ის კონცერტით გახსნის. ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესოდ გაყიდვადი ჯგუფი (მთლიანობაში გაყიდული 76 მილიონი ჩანაწერით) საქართველოს ბოლო ალბომის, Masters of the Sun Vol. 1 მხარდამჭერიტურნეს ფარგლებში ეწვევა. Black Eyed Peas („ბლექ აიდ ფის“) „გრემის“ 6 ჯილდოს მფლობელი […]

„ბლექ სი არენას“ ლაინაფი აპრილის ბოლოსთვის გახდება ცნობილი!..

„ბლექ სი არენას“ ახალი დირექტორი ჰყავს, პრომოუტერი ტატო ხარჩილავა, რომელმაც თავის გუნდთან ერთად მუშაობა შეკვეთილში მდებარე გრანდიოზული საკონცერტო სივრცის სეზონის დასაგეგმად ორი კვირის წინ დაიწყო. არტისტებთან მოლაპარაკებები თითქმის დასრულებულია. როგორც „ფორტუნამ“ შეიტყო, აპრილის ბოლოს არენა წარმოგვიდგენს იმ არტისტებს, რომლებიც ივნისიდან მოყოლებული „ბლექ სი არენას“ სცენას დაიკავებენ. შეგახსენებთ, რომ რეგიონის ერთ-ერთი ყველაზე თვალწარმტაცი და თანამედროვე აპარატურით […]

ტატო ხარჩილავა „ბლექ სი არენას“ დირექტორად დაინიშნა

პრომოუტერი ტატო ხარჩილავა „ბლექ სი არენას“ დირექტორად დაინიშნა. შესაბამის ბრძანებას ხელი გუშინ მოეწერა. ტატო ხარჩილავა მუშაობას დღეიდან შეუდგა. „ბლექ სი არენას“ დირექტორად დანიშვნის შესახებ ამბავი რადიო „ფორტუნას“ მან ექსკლუზიურად დაუდასტურა. მისი გეგმების შესახებ შეკვეთილში მდებარე საკონცერტო არენასთან დაკავშირებით ინფორმაციას უახლოეს მომავალში fortuna.ge შემოგთავაზებთ.

რეკლამა