რა ეღირება და როდიდან გაიყიდება 30 Second to Mars-ის კონცერტის ბილეთები

0
60

30 Second to Mars-ის კონცერტი 13 აგვისტოს, „ბლექ სი არენაზე“ გაიმართება. წარმატებული როკბენდი ცნობილმა მსახიობმა, „ოსკარის“ მფლობელმა ჯარედ ლეტომ და მისმა ძმამ შენონმა 1998 წელს დააარსეს. წლებია, როკჯგუფი ინარჩუნებს პოპულარობას. მსოფლიო ტურნე, რომელიც 2018 წელს დაიწყო, 2019 წელს დასრულდება და ტურნეს ერთ-ერთი საფინალო კონცერტი სწორედ საქართველოში, შეკვეთილში მდებარე არენაზე გაიმართება.

„დალასის მყიდველთა კლუბში“ განსახიერებული როლისთვის ჯარედ ლეტომ უამრავი კინოჯილდო მიიღო, მათ შორის ყველა მსახიობისთვის სანატრელი ოსკარი. მისი მეხუთე ალბომის ტურნე ისეთი წარმატებული გამოდგა, რომ მეორე წელია, გრძელდება. გარდა ამისა, ჯარედ ლეტო სტილის კერპად არის აღიარებული, ის „გუჩის“ სახეა და ხშირად აცვია ამ ბრენდის სამოსი. „მეტგალაზე“ ჯარედ ლეტოს უცნაურმა იმიჯმა კი ყველა კიდევ ერთხელ დაარწმუნა, რომ ის ძალიან ბევრს ფიქრობს იმ გარეგნულ ეფექტზე, რომელსაც საზოგადოებაზე ახდენს.

30 Second to Mars საქართველოში რამდენიმე სიმღერით განსაკუთრებითაა ცნობილი. ჯგუფის შემოქმედებას უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავს.

„ბლექ სი არენაზე“ 13 აგვისტოს დაგეგმილ კონცერტზე ბილეთების შეძება შესაძლებელი იქნება 20 მაისიდან საიტებზე tkt.ge და eventer.ge.

რაც შეეხება ბილეთების ფასებს: ყველაზე დაბალფასიანი ბილეთი 50 ლარი ღირს, ოქროს სივრცეში, სცენის წინ დასადგომი ბილეთი 80 ლარი, ასევე არის 60, 80, 90, 100 და 130 ლარიანი ბილეთებიც.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here