“ოსკარის“ ნომინანტი ზაზა ურუშაძე ახალ ფილმზე მუშაობს – გადაიღებს თუ არა ილო ბეროშვილს

“ოსკარის“ ნომინანტი ზაზა ურუშაძე ახალ ფილმზე მუშაობს – გადაიღებს თუ არა ილო ბეროშვილს

ზაზა ურუშაძე 2016 წლის გაზაფხულზე ახალ ფილმს გადაიღებს. სახელწოდება ცნობილია – “სტუმარი“. რეჟისორს დეტალებისთვის მას შემდეგ შევეხმიანეთ, რაც ჟურნალ “სარკეში“ გავეცანით იუმორისტისა და მსახიობის, ილო ბეროშვილის ინტერვიუს, რომელმაც შემდეგი რამ განაცხადა: “მივიღე შემოთავაზება კინოდან. რეჟისორი ზაზა ურუშაძე იღებს ფილმს, მაგრამ ჯერჯერობით ვერაფერს დავაკონკრეტებ, წინასწარ საუბარი არ მიყვარს“. დავინტერესდით ახალი ფილმით და მისი პერსონაჟებით, თუმცა რეჟისორს ძალიან გაუკვირდა, როდესაც ილო ბეროშვილი ვახსენეთ.

ზაზა, გავიგეთ, რომ ახალ ფილმს იღებთ და ილო ბეროშვილს აქვს ერთ-ერთი როლი.

ზაზა ურუშაძე:

ახალ ფილმს ვიღებ, მაგრამ ილო ბეროშვილი ვინ არის? არ ვიცნობ. მსახიობია?

დიახ. ჟურნალთან ინტერვიუში ამბობს, რომ შემოთავაზება აქვს თქვენგან.

არა, რას ამბობთ. გვქონდა კასტინგი და უამრავ მსახიობს გადავუღეთ ფოტოები, მაგრამ როლზე ჯერჯერობით დამტკიცებულია ორი მსახიობი, მთავარ როლზე – ნატო მურვანიძე და ასევე თინა დაქალიშვილი. ილო ბეროშვილი კი როლზე ნამდვილად არ დაგვიმტკიცებია, ჩემზე უკეთ ამას ვერავინ გეტყვით…

თავად ფილმზე რას გვეტყვით?

ახლა მოსამზადებელი პერიოდი მიმდინარეობს. “ოსკარის“ ნომინაციის მიღების შემდეგ, სახელმწიფომ თანხით დამაჯილდოვა და ფილმის გადაღება გადავწყვიტე, სახელწოდებით “სტუმარი“. დრამაა, ჯერჯერობით შინაარსის შესახებ არაფერს გეტყვით (იღიმის).

როგორც გითხარით, კასტინგი უკვე ჩავატარეთ. გადაღებები მაისში დაიწყება, გურიაში და ყველაფერს იქ გადავიღებთ.

ამ საუბრის შემდეგ ილო ბეროშვილსაც დავუკავშირდით.

ილო, ზაზა ურუშაძე მართლა გიღებთ ფილმში?

მე ვიყავი მხოლოდ და მხოლოდ კასტინგზე. უეჭველი ვერ ვიტყვი, რომ ფილმში მიღებენ, მაგრამ შემოთავაზება მქონდა. მითხრეს, რომ ზაზა ურუშაძე ფილმის გადაღებას აპირებს. მგონი, 2016 წელს იწყება გადაღებები. თანაც, რეჟისორები აკეთებენ კასტინგებს და შემდეგ 20 წლის მერე იღებენ ფილმებს, ასე რომ, არ ვიცი, რამდენად რეალურია ეს ამბავი.

რეალურია, რადგან ვესაუბრეთ რეჟისორს და ნამდვილად იღებს.

მე რომ კასტინგზე მივედი, ზაზა ურუშაძეც იქ იყო. შემოთავაზება იყო ერთ-ერთ როლზე, მაგრამ სისულელე იქნება ვთქვა, რომ ნამდვილად ვითამაშებ.

სიახლეები/

|

September 23, 2015 / 5:33 pm

TOP სიახლეები

მაია ასათიანი: „ძალიან, ძალიან შორს მივდივარ…“

აია ასათიანმა „ინსტაგრამზე“ გამოაქვეყნა რამდენიმე სთორი, სადაც ჩემოდნით არის გადაღებული. როგორც მაია ამბობს, თებერვალში, როდესაც მისი შვილის გარდაცვალების დღე ახლოვდება, ის საქართველოდან აუცილებლად მიემგზავრება შორეულ ქვეყანაში. „ძალიან, ძალიან შორს მივდივარ, ჩემს ოცნებაში. მისურვეთ კეთილი მგზავრობა. 16 საათი უნდა ვიფრინო. სინამდვილეში არის ჩემი შვილის გარდაცვალების წლისთავი. ასეთ დროს ყოველთვის მივდივარ ხოლმე ქვეყნიდან და ასე მარტო მივემგზავრები….“, […]

ვიდეო: ერეკლე დეისაძემ „დიდი სცენა“ სიმღერით „რაც მამას უნდა“ გახსნა

ერეკლე დეისაძე „რუსთავი 2“-ის მუსიკალური შოუს „დიდი სცენა“ ერთ-ერთი ჟიურის წევრია. მან გუშინდელ ლაივზე სცენა თავად დაიკავა და შეასრულა თავისი რეპერტუარიდან ერთ-ერთი ცნობილი სიმღერა „რაც მამას უნდა“. ნომერს შესაბამისი ეკრანული გაფორმება ახლდა თან. (ვიდეო)

ქეთი გაბისიანის შემოქმედებით საღამოზე ბილეთები სამ დღეში სრულად გაიყიდა – „ამას არ ველოდი…“

საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაცია 25 თებერვალს, რუსთაველის თეატრის დიდ სცენაზე, კომპოზიტორ ქეთი გაბისიანის კონცეპტუალურ შემოქმედებით საღამოს წარადგენს, სადაც მუსიკოსებისა და შემსრულებლების დიდი რაოდენობა მონაწილეობს, მათ შორის ნატო მეტონიძე, ლიზა ბაგრატიონი, ნინო ქათამაძე, „შვიდკაცა“, თეატრალურის კვარტეტი“,  აჩიკო ნიჟარაძე, პაპუნა შარიქაძე, გიორგი ცაგარელი, ლაშა დეისაძე და სხვანი. აღსანიშნავია, რომ საღამოზე დასასწრები ბილეთები სამ დღეში სრულად გაიყიდა, რაც […]

Facebook

რეკლამა

მსგავსი სიახლეები

ვიდეო: ილო ბეროშვილმა ორსულ მეუღლეს სიმღერა მიუძღვნა

მსახიობმა და ტელეწამყვანმა ილო ბეროშვილმა თავსი რჩეულს, ანი ბებიას ვალენტინობის დღესასწაული განსაკუთრებულად მიულოცა. ის „მთავარი არხის“ დილის ეთერში ეწვია ანის, რომელსაც თავისი რუბრიკა მიჰყავს და კლავიშის აკომპანემენტის თანხლებით, მისთვის კომპოზიცია My Funny Valentine შეასრულა. შეგახსენებთ, რომ წყვილი პირველ შვილს ელოდება. ორსული ანი ბებია არაჩვეულებრივად გამოიყურება. (ვიდეო)

უცნობი ამბავი ზაზა ურუშაძეზე: „ოკუპანტი ქვეყნიდან დამიკავშირდნენ, დიდ ჰონორარს გადაგიხდითო…“

რეჟისორ გიორგი რევიშვილის შვილი, ლიკუნა, სოციალურ ქსელში ზაზა ურუშაძის შესახებ საინტერესო ამბავს იხსენებს და წერს, რომ „მანდარინების“ ავტორს რუსეთიდან ძალიან დიდი ჰონორარი შესთავაზეს, თუკი ის მათთან ითანამშრომლებდა… ამბავს ლიკუნას „ფეისბუქ“-გვერდიდან გიზიარებთ: „ეს ამბავი გამახსენდა, რამოდენიმე თვის წინ მირეკავს, ცოტა გაბრაზებული ტონით. – ახლა იცი რა მოხდა გოგო? რა ხდება ზაზუკ, ბიჭო! ( ხუმრობით ვუპასუხე) – […]

გიორგი კალანდია: „ძვირფასო ზაზა, შენთან ერთად დავტირი ჩვენს გარდაცვლილ ქართულ საზოგადოებას…“

ისტორიკოსი, ჟურნალისტი, გიორგი კალანდია ზაზა ურუშაძის შესახებ წერს და აღნიშნავს, რომ მის პანაშვიდზე მყოფმა კიდევ ერთხელ დაინახა, როგორ მატერიალურად ღარიბ გარემოში ცხოვრობდა კაცი, რომელიც „ოსკარზე“ და ოქროს გლობუსზე“ იყო ნომინირებული… გიორგი კალანდია: „რომ არ დამეწერა, არ შემეძლო! გუშინ საღამოს ზაზა ურუშაძის პანაშვიდზე ვიყავი, ერთი ჩვეულებრივი თბილისური კორპუსი, გაცვეთილი ლამინატი, გაურემონტებელი კედლები, იმ სევდიან ატმოსფეროს კიდევ […]

ანი ბებია: „ილო ჩემთვის გმირია, რადგან ისეთი რაღაცები შეძლო, რაც ბევრს არ შეუძლია…“

მსახიობები ანი ბებია და ილო ბეროშვილი ორი წელია, ერთად არიან, მაგრამ როგორც ანი ჟურნალ „სარკესთან“ საუბრისას ამბობს, ჰგონია, რომ დიდი ხანია, ერთად არიან. „მე და ილომ ერთად იმდენი რამ გადავიტანეთ, რომ ასე მგონია, 10 წელი ერთად ვართ. ილო ჩეთვის გმირია. რადგან ისეთი რაღაცები შეძლო, რაც ბევრს არ შეუძლია. ამაზე ლაპარაკის უფლება არ მაქვს, თვითონ ილოს […]

ილოსა და ანის სიყვარულის ამბავი – „სრულფასოვანი ოჯახი ვართ…“

ილო ბეროშვილისა და ანი ბებიას სიყვარულის ამბით ჟურნალი „სარკე“ დაინტერესდა. როგორც მსახიობები გამოცემასთან აღნიშნავენ, ჯერ არ დაქორწინებულან, მაგრამ სრულფასოვანი ოჯახი აქვთ. ილოსაც და ანისაც აქვთ ოჯახური ცხოვრების გამოცდილება, ილო მეუღლეს, ნელიკო აგირბას რამდენიმე წლის წინ დაშორდა, ხოლო ანი ბებია ქმარს, კახა ხუციშვილს ახალი დაშორებული იყო, როცა მის ცხოვრებაში ილო გამოჩნდა… ანი: რამდენიმე თვეა, ერთად ვართ. […]

რეკლამა