გვინეტ პელტროუს ბრედ ფელჩაკთან აქვს რომანი

0
80

გვინეტ პელტროუ იმ მიკრო ორგანიზმივითაა, რომელიც ნებისმიერ გარემოს თავისთვის სასარგებლოდ ატრიალებს და სხვების ენერგიით იკვებება. ამ ქალს გული იმაზე მეტჯერ გაუტეხეს, ვიდრე ჩვენ გვგონია, თუმცა მის პირად ცხოვრებაში აღმავლობაც ძალიან ხშირადაა. ამჯერად სოციალურ ქსელებს ახალი ამბავი იმის შესახებ იპყრობს, რომ Coldplay-ს სოლისტის ყოფილი ცოლი, ტელეშოუ – “Glee”-ს პროდიუსერს და სცენარისტს – ბრედ ფელჩაკს ხვდება.

ამ უკანასკნელმა კი საქმე გაგვიადვილა და რომანის შესახებ თავად ალაპარაკდა. რამდენიმე დღის წინ ფელჩაკი და პელტროუ პროდიუსერის ახალი შოუს – “Scream Queens”-ის პრემიერას დაესწრნენ. საღამოს ბრედმა თავის ინსტაგრამზე გვინეტთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა, რომელსაც შემდეგი სატაური გაუკეთა – “ჩემი წყვილი და მე.”

წყარო ამბობს, რომ პრემიერიდან წყვილი მალევე გაიპარა. მოგვიანებით პელტროუ და ფელჩაკი ლოს ანჯელესის ერთ-ერთ ცნობილ იტალიურ რესტორანში – “Osteria Mozza“-ში, რომანტიული ვახშმის დროს დააფიქსირეს. 44 წლის პროდიუსერი 42 წლის მსახიობის გვერდით ბედნიერად გამოიყურებოდა, გვინეტს კი თავი გაცილებით გაწონასწორებულად ეჭირა. საღამოს დასასრულს ფელჩაკმა რესტორნის ლოგოტიპით ხელსახოცის ფოტოც გამოაქვეყნა და შემდეგი წარწერა გაუკეთა: “სამღამოს შესანიშნავი დასასრული. გმადლობთ, რომ წარმატება ჩემთან ერთად აღნიშნე” – მიმართვა რა თქმა უნდა ქერათმიან გვინეტს მიეძღვნა, რომელმაც ექს მეუღლე – კრის მარტინიც მოინელა, მას მერე ერთი-ორი ბოიფრენდიც გამოიცვალა და მაინც ისეთ ფორმაშია, რომ თითოეულ ჩვენთაგანს მოინელებს.