„ოქროს ტალღის“ პრე-ფართი „დორსში“ – ცნობილი სტუმრები და მოლოდინები კონკურსის წინ…

„ოქროს ტალღის“ პრე-ფართი „დორსში“ – ცნობილი სტუმრები და მოლოდინები კონკურსის წინ…

„დორსმა“ 20 ივნისს „ოქროს ტალღის“ პრეწვეულებას უმასპინძლა. მოგეხსენებათ, 26 ივნისს, წლის სიმღერის დაჯილდოების კონკურსი დიდი საკონცერტო დარბაზის სცენაზე ნიკოლოზ რაჭველის, ეროვნული სიმფონიური ორკესტრის მუსიკალური გაფორმების, ქართველი ვარსკვლავების გამოსვლებისა და სპეციალური სტუმრის, ამერიკელი შემსრულებლის, ლიზა ფიშერის პერფორმანსით ჩაივლის, გამოვლინდებიან 14 ნომინაციაში გამარჯვებულები.

ოქროს ტალღის“ პრეფართიზე ცნობილი სახეები შეიკრიბნენ, რომელთაგან ყველა თითო ან მეტი სიმღერით არის წარდგენილი მუსიკალური კონკურსზე. მოწვეული იყვნენ ღონისძიების სპონსორებიც. რასაკვირველია, საღამოს ასევე ესწრებოდნენ შოუბიზნესის სახეები, რომლებიც ხშირად თანამშრომლობენ ჰოლდინგის ოთხივე რადიოსადგურთან.

წვეულებამ საქსოფონის ჰანგებისა და ჰიტების ფონზე ჩიარა. მუსიკოსებმა საკუთარი დადებითი შეფასებები გამოთქვეს მასშტაბური მუსიკალური კონკურსის შესახებ, რომელსაც რადიოჰოლდინგი „ფორტუნა“ უკვე მეხუთე წელია ატარებს. აღსანიშნავია, რომ წლევანდელი ღონისძიება „ფორტუნას“ 20 წლის იუბილეს ეძღვნება.

თამარ ჩიგოგიძე, რადიოჰოლდინგ „ფორტუნას“ გენერალური დირექტორი:

„ოქროს ტალღა“ უკვე მეხუთე წელია, ტარდება. ყოველ წელს უფრო მასშტაბური, საინტერესო და მრავალფეროვანია. მოგეხსენებათ, წელს დიდ საკონცერტო დარბაზში ტარდება, რაც ჩვენთვის დიდი პასუხისმგებლობაა, ასეთი მასშტაბური ღონისძიება არასდროს გაგვიმართავს. რა თქმა უნდა, ვნერვიულობთ და ვღელავთ, მაგრამ ჩვენს უკან დგას პროფესიონალების დიდი გუნდი, პირველ რიგში, რადიოჰოლდინგ „ფორტუნას“ თანამშრომლების შემადგენლობით, მეორე მხრივ კი – თეონა ჯორბენაძე და ნიკოლოზ რაჭველი, რომლებიც ჩართულები არიან ღონისძიებაში, ასევე ჩვენი მეგობრები, საუკეთესო ქართველი შემსრულებლები.
ვიმედოვნებ, რომ მაყურებელი იქნება კმაყოფილი და ნასიამოვნები, ასევე შემსრულებლები, რომლებიც დაესწრებიან ღონისძიებას. გველოდება ბევრი სიურპრიზი და საინტერესო ჯილდო.

აღსანიშნავია, რომ წელს ჩვენს რადიოსადგურს – „ფორტუნა“ 20 წელი შეუსრულდა, 5 წლის წინ კი დაარსდა „ოქროს ტალღა“. ამიტომაც ტარდება განსხვავებული ფორმატით წლევანდელი „ოქროს ტალღა“, საზოგადოებასაც აქვს საშუალება, შეიძინოს ბილეთები და დაესწროს ღონისძიებას. გპირდებით, რომ ეს იქნება ძალიან მასშტაბური და საინტერესო სანახაობა .

(ვრცლად/ფოტოები)

სიახლეები/

|

June 21, 2018 / 5:07 pm

საკვანძო სიტყვები

TOP სიახლეები

ანრი ჯოხაძის ახალ კლიპში შორენა ბეგაშვილი საპატარძლო კაბით გამოჩნდა (ვიდეო)

ანრი ჯოხაძე საზოგადოებას მალე ახალ კლიპს წარუდგენს. მასში ცნობილი სახეები მონაწილეობენ, მათ შორის შორენა ბეგაშვილი საპატარძლო კაბაში, მსახიობი თაკო აბაშიძე, მომღერალი თაკო გაჩეჩილაძე და სხვები. „მრავალი წელია, არ ამიწყვეტია. მალე ახალი კლიპი“ – გააზიარა ვიდეოდან ამონარიდი ანრი ჯოხაძემ. კლიპიდან ამონარიდს საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოჰყვა სოციალურ ქსელში. ანრის ახალ ნამუშევარს მისი თაყვანისმცემლები მოუთმენლად ელიან. (ვიდეო)

აჩი ფურცელაძემ და სალომე გოგიაშვილმა საზაფხულო ჰიტი ჩაწერეს (ვიდეო)

აჩი ფურცელაძე და სალომე გოგიაშვილი ჩელენტანოს ძველი სიმღერის ქართული ვერსიის ახლებურ ვარიანტზე მუშაობენ. არანჟირების ავტორი დავით უგრეხელიძეა. როგორც გახსოვთ, ეს სიმღერა, რომლის სახელწოდებაა „რომ არ მოგეფერო“, წლების წინ აჩი ფურცელაძემ და ქეთა თოფურიამ ჩაწერეს. აჩიმ და სალომემ ვიდეო გამოაქვეყნეს, სადაც საუბრობენ, რომ ამ სიმღერის საცეკვაო ვერსიას მალე მოვისმენთ და ახალი საზაფხულო ჰიტი გველოდება. (ვიდეო)

ექიმ კოტე მათითაშვილსა და დიზაინერ ეკა ბალანჩივაძეს რომანი აქვთ

ერთ-ერთ ყველაზე სიმპათიურ ექიმად აღიარებული კოტე მათითაშვილი გადაცემა „ექიმების“ წამყვანი გახლავთ, რითაც ფართო პოპულარობა და თაყვანისმცემელთა არმია შეიძნა სუსტ სქესს შორის. აქამდე პირადი ცხოვრების შესახებ ნაკლებად საუბრობდა და არც ფოტოების გამოფენა უყვარდა ამ თემაზე, თუმცა მცირე ხნის წინ, სოციალურ ქსელში მის გვერდზე დიზაინერ ეკა ბალანჩივაძესთან ერთად გადაღებული საერთო ფოტოები გამოჩნდა. როგორც ფოტოებიდან ჩანს, წყვილი გრძნობებს […]

Facebook

რეკლამა

[bsa_pro_ad_space id=1]

მსგავსი სიახლეები

„ოქროს ტალღა 2018“ – წლის სიმღერის დაჯილდოების ყველა დეტალი

„ოქროს ტალღა 2018“ დასრულდა. რადიოჰოლდინგ „ფორტუნას“ გუნდის მუხლჩაუხრელი შრომა ბოლო თვეების განმავლობაში, 15 ნომინაცია და 15 გამარჯვებული, წითელ ხალიჩაზე პოზირება ფოტოგრაფების წინაშე, ეროვნული სიმფონიური ორკესტრისა და ნიკოლოზ რაჭველისა და ქართველი ვარსკვლავების მონაწილეობა, „ფორტუნას“ ახალი და ძველი სახეები, სპეციალური სტუმრის სტატუსით „გრემის“ მფლობელი ლიზა ფიშერის გამოჩენა სცენაზე, ღიმილიც და ცრემლიც ერთ ღონისძიებაზე – ეს ყველაფერი „ოქროს […]

„მხოლოდ ქართული“ წლის საუკეთესო ტელეპროექტია

„ოქროს ტალღის“ დაჯილდოების საზეიმო ცერემონია 26 ივნისს თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართა. უამრავი ქართველი ვარსკვლავი, 15 ნომინაცია, საინტერესო გამოსვლები ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან ერთად – უამრავი ეპიზოდი გუშინდელი საღამოდან „ოქროს ტალღის“ ისტორიაში ჩაიწერა. გამორჩეული იყო ეს დღე ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ისთვისაც, არხი მისი ბოლოდროინდელი რეიტინგული პროექტისთვის დაჯილდოვდა – „მხოლოდ ქართული“ მაყურებლის რჩეულიც გახდა და „ოქროს ტალღისაც“. ჯილდოს […]

„ოქროს ტალღის“ ჩაცმულობები – წითელი ხალიჩა და დომინანტი შავი ფერი

წლის სიმღერის დაჯილდოება, „ოქროს ტალღა“ წელს მეხუთედ გაიმართა და თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში, 26 ივნისს, გრანდიოზულად აღინიშნა. საღამოს რვა საათიდან წითელ ხალიჩაზე უამრავი ქართველი ვარსკვლავი შეიკრიბა. მათ მრავალრიცხოვანი ფოტოგრაფების წინ პოზირება დაიწყეს და რასაკვირველია, საკუთარი ჩაცმულობით ყურადღებაც მიიპყრეს. ალბათ, არ გაგიკვირდებათ, რომ წლევანდელ „ოქროს ტალღაზე“ დომინანტი ქართველების საყვარელი ფერი, შავი იყო. გთავაზობთ ვარსკვლავების ჩაცმულობებს წლის […]

ზუკა ხუციშვილის ემოციური სიტყვა, როცა მამის მაგივრად „ოქროს ტალღა“ მიიღო

26 ივნისს, თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში „ოქროს ტალღის“ საიუბილეო ღონისძიება ჩატარდა. მუსიკალური კონკურსი, წლის სიმღერის დაჯილდოება, სადაც შოუბიზნესის წევრებს 15 ნომინაციაში გადასცემენ პრიზებს, მეხუთე წელია ტარდება. წელს რადიო „ფორტუნას“ 20 წლის იუბილე და „ოქროს ტალღის“ 5 წლის იუბილე განსაკუთრებული პომპეზურობით აღინიშნა. სპეციალური სტუმრის, ლიზა ფიშერის შესანიშნავ ვოკალურ პერფორმანსზე მეორე დღეა, აქტიურად საუბრობენ სოციალურ ქსელებში, ნიკოლოზ […]

დღეს „ოქროს ტალღის” დაჯილდოების ცერემონია გაიმართება

დღეს, 26 ივნისს, თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში, რადიოჰოლდინგი „ფორტუნა” წარმოგიდგენთ წლის სიმღერის დაჯილდოების ცერემონიას „ოქროს ტალღა”. ის უკვე მეხუთე წელია იმართება. გრანდიოზული ღონისძიებით არა მხოლოდ კონკურსის, არამედ რადიო „ფორტუნას” იუბილეც აღინიშნება, მას დაარსებიდან 20 წელი შეუსრულდა. კომპეტენტური ჟიურის გამოკითხვის შედეგად, დღეს საღამოს, ცერემონიაზე, დასახელდებიან 14 ნომინაციაში გამარჯვებულები, მათ შორის იქნება მთავარი პრიზის, წლის სიმღერის მფლობელიც. […]

რეკლამა