„ოქროს ტალღის“ პრე-ფართი „დორსში“ – ცნობილი სტუმრები და მოლოდინები კონკურსის წინ…

0
1571

„დორსმა“ 20 ივნისს „ოქროს ტალღის“ პრეწვეულებას უმასპინძლა. მოგეხსენებათ, 26 ივნისს, წლის სიმღერის დაჯილდოების კონკურსი დიდი საკონცერტო დარბაზის სცენაზე ნიკოლოზ რაჭველის, ეროვნული სიმფონიური ორკესტრის მუსიკალური გაფორმების, ქართველი ვარსკვლავების გამოსვლებისა და სპეციალური სტუმრის, ამერიკელი შემსრულებლის, ლიზა ფიშერის პერფორმანსით ჩაივლის, გამოვლინდებიან 14 ნომინაციაში გამარჯვებულები.

ოქროს ტალღის“ პრეფართიზე ცნობილი სახეები შეიკრიბნენ, რომელთაგან ყველა თითო ან მეტი სიმღერით არის წარდგენილი მუსიკალური კონკურსზე. მოწვეული იყვნენ ღონისძიების სპონსორებიც. რასაკვირველია, საღამოს ასევე ესწრებოდნენ შოუბიზნესის სახეები, რომლებიც ხშირად თანამშრომლობენ ჰოლდინგის ოთხივე რადიოსადგურთან.

წვეულებამ საქსოფონის ჰანგებისა და ჰიტების ფონზე ჩიარა. მუსიკოსებმა საკუთარი დადებითი შეფასებები გამოთქვეს მასშტაბური მუსიკალური კონკურსის შესახებ, რომელსაც რადიოჰოლდინგი „ფორტუნა“ უკვე მეხუთე წელია ატარებს. აღსანიშნავია, რომ წლევანდელი ღონისძიება „ფორტუნას“ 20 წლის იუბილეს ეძღვნება.

თამარ ჩიგოგიძე, რადიოჰოლდინგ „ფორტუნას“ გენერალური დირექტორი:

„ოქროს ტალღა“ უკვე მეხუთე წელია, ტარდება. ყოველ წელს უფრო მასშტაბური, საინტერესო და მრავალფეროვანია. მოგეხსენებათ, წელს დიდ საკონცერტო დარბაზში ტარდება, რაც ჩვენთვის დიდი პასუხისმგებლობაა, ასეთი მასშტაბური ღონისძიება არასდროს გაგვიმართავს. რა თქმა უნდა, ვნერვიულობთ და ვღელავთ, მაგრამ ჩვენს უკან დგას პროფესიონალების დიდი გუნდი, პირველ რიგში, რადიოჰოლდინგ „ფორტუნას“ თანამშრომლების შემადგენლობით, მეორე მხრივ კი – თეონა ჯორბენაძე და ნიკოლოზ რაჭველი, რომლებიც ჩართულები არიან ღონისძიებაში, ასევე ჩვენი მეგობრები, საუკეთესო ქართველი შემსრულებლები.
ვიმედოვნებ, რომ მაყურებელი იქნება კმაყოფილი და ნასიამოვნები, ასევე შემსრულებლები, რომლებიც დაესწრებიან ღონისძიებას. გველოდება ბევრი სიურპრიზი და საინტერესო ჯილდო.

აღსანიშნავია, რომ წელს ჩვენს რადიოსადგურს – „ფორტუნა“ 20 წელი შეუსრულდა, 5 წლის წინ კი დაარსდა „ოქროს ტალღა“. ამიტომაც ტარდება განსხვავებული ფორმატით წლევანდელი „ოქროს ტალღა“, საზოგადოებასაც აქვს საშუალება, შეიძინოს ბილეთები და დაესწროს ღონისძიებას. გპირდებით, რომ ეს იქნება ძალიან მასშტაბური და საინტერესო სანახაობა .

(ვრცლად/ფოტოები)

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here