ნუკა კაციტაძე ბებიის ამპლუაში

0
3693

პირველი მის საქართველო, ნუკა კაციტაძე ასაკის მიუხედავად შესაშურ ფორმაშია. ის ისევ აქტიურად ზრუნავს საკუთარ გარეგნობაზე და არც სპორტულ აქტივობაზე ამბობს უარს. ერთი წლის წინ, მის ცხოვრებაში სიახლე გაჩნდა, ნუკა კაციტაძის ქალიშვილს შვილი, შოთიკო ქრისტესიაშვილი გაუჩნდა. პატარას აღზრდაში ნუკა აქტიურად არის ჩართული, როგორც „სითის“ უმშვენიერესმა ქართველმა მანდილოსანმა განუცხადა, ბავშვთან ერთად 7-ის ნახევარზე იღვიძებს და პატარასთან ერთად, სუფთა ჰაერზე სასეირნოდ დადის, რაც მას ფორმის შენარჩუნებაშიც ეხმარება. ნუკამ შვილიშვილი პირველად სწორედ ჟურნალ „სითის“ გადაღებებზე გამოაჩინა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here