“საბავშვო ევროვიზიას” საქართველო დახურავს

0
2091

საბავშვო ევროვიზიის მე-14 კონკურსზე, საქართველოს 10 წლის მარიამ მამადაშვილი წარადგენს. საბავშვო ევროვიზიას წელს მალტა მასპინძლობს. მარიამი კონკურსზე გიგა კუხიანიძის სიმღერას „მზეოს“ წარადგენს. მომღერალი, შემოქმედებით ჯგუფთან ერთად მალტაზე 2 დღის წინ გაემგზავრა. გაირკვა, რომ მარიამ მამადაშვილი კონკურსზე მე-17 ნომრად იმღერებს, ამის შესახებ სოციალურ ქსელში კომპოზიტორი, გიგა კუხიანიძე წერს. „ევროვიზიის კონკურსის ბოლო ნომერს საქართველო წარადგენს. მარიამი დახურავს კონკურსს“ – წერს კომპოზიტორი.

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here