ნინა წკრიალაშვილი თვითმკვლელობის მცდელობაზე – „ცხოვრება მეზარება…“

0
3040

ნინა წკრიალაშვილმა მაია ასათიანთან, ჟურნალისტების პირისპირ თავისი ცხოვრების მწვავე ეპიზოდებზე ისაუბრა და თქვა, რომ ჰქონდა თვითმკვლელობის მცდელობა.

ნინა წკრიალაშვილი:

„მქონდა სუიციდის მცდელობა. ნასვამი არ ვყოფილვარ. იშვიათად ვსვამ. თვეში ერთხელ, ზალიკოს თუ გავყევი გარეთ… არც ისე დიდი ხნის წინ მქონდა ეს მცდელობა. ერთხელ გადავწყვიტე და კიდევ ვფიქრობ ხოლმე. მეზარება ცხოვრება…

არასრულფასოვნების კომპლექსი არ მაქვს. არის პერიოდები, როცა ვერ ვიგებ, რატომ თენდება. რომ წავიდე და ფული გავაკეთო, პირობითად ვიმღერო, რა აზრი აქვს? მარტო მაგიტომ ვჩერდებოდი, რომ შვილი მყავს. ერთხელ ვერ გავჩერდი… ღმერთი არ მკლავს.

სანამ ექიმთან სიარულს დავიწყებდი, მანამდე მქონდა მცდელობა. დროზე მომისწრეს, ამომირეცხეს კუჭი, სასწრაფო იყო.

არ ვიცი, სიცოცხლეს აქვს თუ არა აზრი. შეიძლება, აქვს, შეიძლება – არა.

ექიმი ახლაც მყავს, მაგრამ ერთი თვეა, აღარ ვყოფილვარ“.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here