ნუცა ბუზალაძის დასვენება მალდივებზე: „გადაღლილი ვიყავი…“

0
1798

ნუცა ბუზალაძე მალდივებზე ისვენებს. დღეს იქ არდადეგების უკანასკნელ დღეს ატარებს და ახალი ფოტოებიც გამოაქვეყნა.

ნუცას ინტერნეტით დავუკავშირდით და დასვენების ამბავი გამოვკითხეთ.

ნუცა ბუზალაძე:

27 იანვარს გავემგზავრე მალდივებზე, ჩემი დაბადების დღისთვის. ძალიან მაგარ სასტუმროში ვისვენებ. ეს დასვენება, სხვათა შორის, ძალიან მჭირდებოდა, რადგან ალბომის ჩაწერებისა და შეხვედრების გამო გადაღლილი ვიყავი. პლუს ვემზადები ბევრ საგანში, დავდივარ მასწავლებლებთან, ან ვმეცადინეობ, ან სტუდიაში ვარ.

ჩამოვალ განსხვავებული ენერგიითა  და შემართებით. ყველაფერი ჩაწერილი და გადაღებულია. ვაპირებ კლიპის გადაღებას, ალბომი დაიბეჭდება, იქნება პრეზენტაცია და პრემიერა.

დაბადების დღეზე საჩუქარი მიიღე?

საჩუქრებს ველოდები, როცა თბილისში ჩამოვა. მალდივებზე რა საჩუქარი მივიღე, არ გეტყვით. მერე დავდებ სოციალურ ქსელში (იღიმის).

(ფოტოები)

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here