„დეკოდერის“ 7 მარტის ღონისძიებაზე სცენაზე სამი ქალი დიჯეი დადგება

0
786

„დეკოდერის“ შემდეგი სერია ქალთა საერთაშორისო დღეს – 8 მარტს მიეძღვნება. აღნიშული დღე საუკუნეზე მეტია ქალთა უფლებებისთვის ბრძოლის სიმბოლოდ იქცა.

როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, სექსიზმი და ქალთმოძულეობა ელექტრონული მუსიკის ინდუსტრიაშიც გავრცელებულია და ქალი შემოქმედები ხშირად ხდებიან სტერეოტიპების მსხვერპლნი. ამის მაგალითია ის განცხადებები, როცა ქალებს ნაკლებად ნიჭიერ შემოქმედებად მიიჩნევენ და თვლიან, რომ მხოლოდ ვიზუალური აღნაგობის გამო დგანან სცენაზე.

ამ ღონისძიებით „დეკოდერი“ უერთდება ქალთა ბრძოლას. 7 მარტის ღონისძიებაზე კიდევ ერთხელ გააჟღერებენ საკუთარ პოზიციას და სიმბოლურად სცენაზე იწვევენ სამ ქალ დიჯეის.

Amelie Lens – ბელგიელი Dj და პროდიუსერია, რომლის წარმატება იტალიურ ლეიბლ “Lyase Recording”-ზე დებიუტმა განაპირობა და თვალის დახამხამებაში, ინდუსტრიის ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად არტისტად იქცა. ამელის სეტები გამოირჩევა ბასებით დატვირთული მინიმალ ტექნოთი, რომელსაც ის კლასიკურ Acid-სა და Tribal ჟღერადობებს უხამებს.

Nur Jaber – Dj და პროდიუსერია, რომლის ფესვები შორეული ლიბანიდან მოდის. ზუსტად ამან განაპირობა მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი ჟღერადობა და ღრმა მნიშვნელობის მატარებელი ტრეკები. 2010 წლიდან იგი ბერლინის House და ტექნო კლუბების ხშირი სტუმარია. DECODER-ის ფარგლებში, საქართველოს იგი პირველად ეწვევა.

Nicole – ქართველი Dj და პროდიუსერია, რომელიც 2018 წლის მაისში, Boiler Room-ის შესრულების შემდეგ, ქვეყნის ერთ-ერთ წამყვან ქალ შემსრულებლად მიიჩნევა. 18 წლის ასაკში, ნიკოლი დუო “BODY THRILLS”-ის შემადგენლობაში სცენაზე პირველად გამოჩნდა. დღესდღეობით არტისტი კლუბ Cafe-Gallery-ს საპატიო რეზიდენტია.

ღონისძიება „სფეისჰოლშია“ დაგეგმილი.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here