„ნიკოლოზ ბასილაშვილს ტურნირზე მონაწილეობის თანხა არ ჰქონდა… კომპანიამ არ დააფინანსა…“

0
1139

არავისთვისაა საიდუმლო, რომ საქართველოში ნიჭიერ ადამიანებს დაფინანსების მოპოვება ძალიან უჭირთ. ჩოგბურთელმა ახლახან ცხოვრების ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩაატარა რაფაელ ნადალთან და მართალია, ვერ მოიგო, თუმცა ქართველი და არა მხოლოდ ქართველი გულშემატკივრის სიმპათია და სიყვარული დაიმსახურა.

პიარმენეჯერი მეკო აბრამია წერს, რომ ერთ-ერთ კომპანიაში მუშაობისას ნიკოლოზ ბასილაშვილი მას დაფინანსების მოსაპოვებლად დაუკავშირდა, თუმცა დიდი მცდელობის მიუხედავად, კომპანიის ხელმძღვანელობას ეს ხარჯი ვერ გააღებინა.

გთავაზობთ მეკოს სტატუსს:

„რამდენიმე წლის წინ ერთ-ერთ კომპანიაში მუშაობის დროს დამიკავშირდა, დაფინანსებას ითხოვდა… რომელიღაც ტურნირზე მონაწილეობის თანხა არ ჰქონდა. რამდენი არ ვეცადეთ მაგრამ ამ კომპანიამ არ დააფინანსა. დარწმუნებული ვარ, ახლა ამ კომპანიის მფლობელი ზის და უყურებს მის წარმატებას. მიხსენებს მეც და ნიკოლოზსაც ხოდა მინდა ვუთხრა რომ ეგ სინანული ახლა გვიანია!

Nikoloz Basilashvili ბრავო!“
(ფოტოები)

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here