28.8 C
Tbilisi
Monday, August 1, 2022

თაკო მელიქიშვილი: „სიკვდილს ვებრძოდი და შორიდან ბინოკლით მიყურებდნენ…“

მომღერალი და „არ დაიდარდოს“ სტაჟიანი წამყვანი თაკო მელიქიშვილი ჟურნალ „თბილისელებს“ ესაუბრა. ის აღნიშნავს, რომ 30 წლის შემდეგ სხვა ცხოვრება დაიწყო, სადაც გამოცდილების მიღების შემდეგ, ერთგვარი გაკვეთილი მიიღო:

„30 წლის მერე, ახალი ცხოვრება იწყება. გარკვეული ეტაპი გავლილი გაქვს, გამოცდილება – მიღებული, იმედგაცრუება – განცდილი, გარკვეული ხალხი – გაფილტრული და ეს ერთგვარი გაკვეთილია. 30 წლამდე კი მაქვს გამოცდილება, მაგრამ შეცდომებს მაინც ვუშვებ და მერე საკუთარ შეცდომებზე ვსწავლობ. თუმცა უფრო გაზრდილი ვარ და მეტად დაკვირვებული. ადრე, ვარდისფერი სათვალით ვუყურებდი, ყველასი მჯეროდა, მხოლოდ კარგს ვხედავდი. ვინც მეფერებოდა და თითქოს უხაროდა ჩემი წარმატება, გამოამჟღავნა, რომ ეს ასე არ არის და მათი ქცევა ყალბი ყოფილა. ბოლო სამი წლის განმავლობაში ცხოვრებაში ბევრი პრობლემა შემხვდა და დავინახე. არ აქვს მნიშვნელობა, შეყვარებულია, მეგობარი თუ ოჯახის წევრი, როცა ადამიანი გაჭირვების დროს ზურგს გაქცევს და არ დაგიდგება გვერდით, ის უნდა ჩამოიცილო“, აღნიშნავს თაკო და დასძენს: „როცა მეორე შვილი დაიბადა და პრობლემის წინაშე აღმოვჩნდი, რეანიმაციაში, ყველაფრის მოლოდინში ვიყავი და არც კი მოვუკითხივარ მათ, ვისი იმედიც მქონდა. მაშინ მივხვდი, რომ ბევრი ადამიანი უნდა გამეფილტრა ცხოვრებიდან. ჩემს ცხოვრებაში ეს ყველაზე რთული პერიოდი იყო, სიკვდილს ვებრძოდი და შორიდან ბინოკლით მიყურებდნენ. ამას ვერ ვაპატიებ, ეს არ არის სიყვარული. დიახ, გავუმკლავდი პრობლემას, დეპრესიული მომენტებიც დავძლიე, ყველაფერი გადავაფასე და მადლობა ღმერთს, დღეს კარგად ვარ…“

 

Latest Posts

ბოლო სიახლეები