ნიაზ დიასამიძის კონცერტი 7 დეკემბერს თბილისის „ივენთ ჰოლში“ გაიმართება

ნიაზ დიასამიძის კონცერტი 7 დეკემბერს თბილისის „ივენთ ჰოლში“ გაიმართება

ნიაზ დიასამიძე და „33ა“ თბილისის „ივენთ ჰოლში“ კონცერტს 7 დეკემბერს გამართავენ. ბილეთები უკვე განთავსებულია tkt.ge-ზე. ბილეთის ფასი გახლავთ 35 ლარი.

ნიაზ დიასამიძე არის ქართველი მუსიკოსი და ჯგუფ „33ა“-ს ვოკალისტი. მან ჯგუფი 1994 წელს დააარსა, ჯგუფის ძირითადი მიმართულება ფოლკ-როკია. სხვადასხვა დროს ჯგუფს წარმატება მოუტანა სიმღერებმა: „მე ვზივარ ნავში“ „ღამე და წვიმა“ „ქარი ქრის“ „გალაკტიონი“ და სხვა. მის რეპერტუარში 7 ალბომია.  ბოლო: „ახალი ალბომის“ კომპოზიციებში ჩართულია ხალხური ცეკვები სუხიშვილების შესრულებით.

ნიაზ დიასამიძე არის მრავალი პოპულარული საუნდტრეკის ავტორი და ფესტივალ „არტ გენის“ ორგანიზატორი.

სიახლეები/

|

November 30, 2017 / 2:48 pm

საკვანძო სიტყვები

TOP სიახლეები

ქეთი ჩხეიძეს ქალის მიმართ ინტერესი ჰქონია: „შეიძლება, შეგიყვარდეს კიდეც…“

ქეთი ჩხეიძე „მძიმე კაცთან“ ახალი გადაცემის სტუმარია. მსახიობი, რომელიც მაყურებელმა განსაკუთრებით შეიყვარა „ჩემი ცოლის დაქალებში“ ნუნუკას როლით, ამბობს, რომ ქალის მიმართ ინტერესი ჰქონია. ქეთი ჩხეიძე აღნიშნავს: „ინტერესი მქონია, კი, როგორ არა. ნაბიჯები არ გადამიდგამს, ინტერესი მქონდა. სექსს გულისხმობ?.. მომწონებია, მიფიქრია კიდეც. ეს არსებობს. შენი ორიენტაცია არის სრულიად სხვა რამ… შეიძლება, შეგიყვარდეს კიდეც“.

სოფო ნიჟარაძის სექსუალური იმიჯი, რომელიც გულგრილს არ დაგტოვებთ (ფოტო)

სოფო ნიჟარაძე შესანიშნავად გამოიყურება, რაშიც კიდევ ერთხელ დარწმუნდებით, თუკი მის ახალ ფოტოს შეავლებთ თვალს. დათუნა სულიკაშვილის ულამაზეს ნახევრად გამჭირვალე შავ კაბაში გამოწყობილი მომღერალი გიორგი ცაავას ფოტოკამერის წინ პოზირებს. გადაღებისთვის მაკიაჟი ნინო მარტაშვილმა გაუკეთა, ხოლო ვარცხნილობა – ხატია ხატიაშვილმა. სოფო ნიჟარაძეს ფოტოალბომში ბევრი ლამაზი ფოტო მოეპოვება, თუმცა ახალი ფოტო მართლაც გამორჩეული გამოვიდა.

აკა სინჯიკაშვილის ახალი ბრალდებები თეონა ბაღდავაძეს და მისი პასუხი – „თუ ვინმე დასმდევს მალულად, არ ვიცი…“

„წითელი ცხვირების“ საქმეზე გამოძიება არ გახდა საჭირო, ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა განაცხადა, რომ წარდგენილ დოკუმენტებში დანაშაულის ნიშნები ვერ დაინახა. შეგახსენებთ, რომ „წითელი ცხვირების“ საქველმოქმედო აქციის ორგანიზატორს, თეონა ბაღდავაძეს, აკა სინჯიკაშვილი თანხის მითვისებაში ადანაშაულებდა. აკამ სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის სტატუსი გამოაქვეყნა: „ასეთი ამბავია წითელი ცხვირების საქმეზე – ფინანსურმა პოლიციამ 8-თვიანი ფიქრის შემდეგ გადაწყვიტა არ […]

Facebook

რეკლამა

მსგავსი სიახლეები

თეონა ნუცუბიძის დასახმარებლად სპორტის სასახლეში საქველმოქმედო კონცერტი იმართება

საქველმოქმედო ფონდი „ცხოვრება მშვენიერია“ 25 იანვარს 20 საათზე თბილისის სპორტის სასახლეში  მართავს საქველმოქმედო კონცერტს თეონა ნუცუბიძის დასახმარებლად. ღონისძიებიდან შემოსული თანხა მოხმარდება თეონა ნუცუბიძის მკურნალობას, რომელსაც აქვს არაჰოჯკინის ლიმფომას T უჯრედების აგრესიული ფორმა და სასწრაფოდ ესაჭიროება  მკურნალობა ისრაელში. კონცერტში სრულიად უსასყიდლოდ მონაწილეობენ: ანსამბლი „სუხიშვილები“, ნიაზ დიასამიძე 33ა და ნინო ქათამაძე ფონდი „ცხოვრება მშვენიერია“ 2013 წლიდან დღემდე […]

როგორ დაუკრეს იან დესტალმა და ნიაზ დიასამიძემ ერთად „Lady“ (ვიდეო)

„მოჯოს“ სოლისტის, იან დესტალის საქართველოში ჩამოსვლას და მის მონაწილეობას „ოქროს ტალღაზე“ „კურიერი პ.ს.“-მა სიუჟეტი მიუძღვნა. „წელს მას საპატიო როლი მისცეს – „ოქროს ტალღის“ დაჯილდოვებაზე მან რამდენიმე სიმღერა შეასრულა. მსოფლიოში ერთ-ერთი ცნობილი და პოპულარული სიმღერის ავტორი კიდევ ერთხელ ჩამოვიდა საქართველოში. ჩვენს ქვეყანას ის სისტემატურად სტუმრობს, ძალიან უყვარს აჭარაში დასვენება და ქართველ მუსიკოსებთან ერთად ექსპერიმენტების ჩატარება. როგორც […]

რა სურპრიზს უმზადებს თაყვანისმცემლებს ნიაზ დიასამიძე?

- მე დიდი ხანია ვხატავ, სამხატვრო აკადემია დავამთავრე, მაგრამ როცა აკადემიაში ჩავაბარე, მუსიკამ გამიტაცა და დიდი ხანია არ დამიხატია. უცნაურია, მაგრამ იმ პერიოდში, როცა მე ჩავაბარე, მუსიკალური ჯგუფები სამხატვრო აკადემიიდან წამოვიდა, ეტყობა იმ ასაკში პროტესტს მუსიკით უფრო გამოვხატავდით. ორი თვეა რაც ანბანზე ვმუშაობ, ოთხი ასო დამრჩა ტილოზე გადასატანი, ძირითადი ფერები შავი, თეთრი და წითელი არის, მაგრამ სხვა ფერებსაც არ ვეუბნები უარს. ხატვის დროს, სულ მარტო ვარ და ფრანგულ რადიოს ვუსმენ. გამოფენას თებერვალში გავმართავ.

რეკლამა