„ვიქტორიას სიკრეტის“ ცნობილი მოდელი ქართველი დების შექმნილი სამოსით გამოჩნდა (ფოტოები)

0
3007

„ვიქტორიას სიკრეტის“ ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სახე, მოდელი ქენდის სვეინპოლი ქართველი დების მიერ შექმნილი ბრენდის Mach & Mach სამოსით პოზირებს. ქენდისი ქართული ბრენდის ახალი კოლექციიდან გამჭირვალე ორეულით „ვიქტორიას სიკრეტის“ შოუსწინა წვეულებაზე გამოჩნდა.

შეგახსენებთ, რომ „მაჩ ენდ მაჩის“ ახალი, 2018 გაზაფხული-ზაფხულის კოლექცია დებმა მაჭარაშვილმა ჯერ რუსეთში, შემდეგ კი თბილისში აჩვენეს – ორივეგან მერსედეს ბენცის მოდის კვირეულის ფარგლებში. აღსანიშნავია, რომ კოლექცია როგორც ყოველთვის, მბზინავია და კრიტიკოსების დადებითი შეფასებები დაიმსახურა. „მაჩ ენდ მაჩის“ ხელწერა სწორედ ძალიან ბრჭვიალა ქსოვილებით მუშაობაა.ფოტოები

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here