მიშა მესხი მკურნალობის კურსს გადის

0
195

მიშა მესხი მკურნალობის კურსს გადის – ამის შესახებ ინფორმაციას ნანუკა ჟორჟოლიანი ფეისბუქით ავრცელებს. “ოთხშაბათს, მიშა მესხი ნანუკას შოუში. მკურნალობის კურსს გადის. იმედი აქვს, რომ პრობლემას მოერევა. დანარჩენი გადაცემაში.” – წერს ტელეწამყვანი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ინტერნეტში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც მსახიობი ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ იმყოფება. ჩანაწერი გასული წლის დეკემბრის ბოლოს, უკრაინაშია გაკეთებული. როგორც ექიმები ამბობენ მესხი სიკვდილს ბეწვზე გადაურჩა.

მას შემდეგ რაც ვიდეოს სოციალურ ქსელებში გავრცელდა მიშა მესხმა საზოგადოებას მიმართა. “მადლობას ვუხდი ყველა იმ ადამიანს, ვინც, ამ ბოლო დღეებში, მხარს მიჭერდა. უფრო მეტად კი, იმ ხალხის მადლობელი ვარ, ვინც ყურადღება გამოიჩინა, გაჭირვებისას მიპატრონა, დამეხმარა და გადამარჩინა. დიდ ბოდიშს ვუხდი ჩემს ოჯახს იმისთვის, რაც ნახა და გადაიტანა; მადლობა ღმერთს, რომ გადამარჩინა. დიდ ბოდიშს ვუხდი იმ ადამიანებს, ვინც ამავე პრობლემის გამო საყვარელი ადამიანები დაკარგა, რადგანაც ვიცი, რომ ამ ვიდეოს ყურების შემდეგ ყველაფერი გაგახსენდათ, გაგიახლდათ მათი დანაკლისით გამოწვეული ტკივილი, მაპატიეთ…. სინამდვილეში, არც კი მახსოვს რა როგორ მოხდა, მახსოვს რომ დავლიე ბევრი სასმელი, შემდეგ ტაბლეტები, ლირიკა, კიდევ რაღაცეები და გავითიშე…” – ნათქვამია მიშა მესხის მიმართვაში…

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here