ვის გამო შეიცვალა იმიჯი მერსი სულხანიშვილმა?!

0
19

ტელესახე, ჟურნალისტი და პროდიუსერი მერსი სულხანიშვილი ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი, რეიტინგული რესპონდენტია. გუშინ ის გია ჯაჯანიძის გადაცემის, “სხვა რაკურსი”, ჩაწერაზე იმყოფებოდა, სადაც შეცვლილი იმიჯით წარსდგა საზოგადოების წინაშე. ახალ ვარცხნილობასთან ერთად თვალში საცემი იყო, მერსისთვის უჩვეულოდ მოკრძალებული ჩაცმულობაც.

მერსი, გუშინ “სხვა რაკურსის” ჩაწერაზე ახალი იმიჯით მოგვევლინე, რატომ გადაწყვიტე ვარცხნილობის და ჩაცმის სტილის შეცვლა?

– იმისათვის, რომ იყო შეუცვლელი, იყავი ყოველთვის განსხვავებული. პ.ს გამგები გაიგებს

ამბობენ რომ შენი ახალი იმიჯი პირად ცხოვრებაში არსებულ სიახლეებს უკავშირდება. მართალია რომ საყვარელი ადამიანის გამო მიიღე ეს გადაწყვეტილება?

– ვერ გეტყვით ნამდვილად ვინ რას ამბობს, თუ ვინმე რამეს ამბობს სჯობს მათ კითხოთ. ეკრანზე სიახლეები მუდმივად საჭიროა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here