„მიდით და ისე იმღერეთ, რომ მაგდა ვასაძე დაჩრდილოთ“ – რა გამოხმაურებები მოჰყვა ცნობილი მომღერლის „X ფაქტორში“ გამოსვლას

„მიდით და ისე იმღერეთ, რომ მაგდა ვასაძე დაჩრდილოთ“ – რა გამოხმაურებები მოჰყვა ცნობილი მომღერლის „X ფაქტორში“ გამოსვლას

მაგდა ვასაძის გამოსვლამ გუშინდელ „X ფაქტორზე“ საუკეთესო შთაბეჭდილება მოახდინა. „ახალი ხმის“ მონაწილე, რომელიც იმ პროექტშიც გამოირჩეოდა, აშკარად ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი კონკურსანტი იქნება „იქს ფაქტორშიც“. გიორგი გაბუნიამ მისი გამოსვლის შემდეგ აღნიშნა, რომ ყველა დანარჩენი მონაწილე უნდა შეეცადოს, მაგდას პერფორმანსებზე უკეთესი გამოსვლები შემოგვთავაზოს. ჟიურის წევრებიდან მომღერალს ყველა კარგად იცნობს, ისევე, როგორც მაყურებელი. მაგდამ ახლახან იმიჯი შეიცვალა და წითელი თმით მოგვევლინა, კონკურსში მონაწილეობასაც მნიშვნელოვან გადაწყვეტილებად მიიჩნევს.

მაგდამ სიმღერა „I’m Changing“ („მე ვიცვლები“) ამოარჩია, ცნობილი მიუზიკლიდან „ოცნების გოგონები“, ფილმში ამ სიმღერას შესანიშნავად ასრულებს ჯენიფერ ჰადსონი. მაგდამ მცდელობა არ დააკლო და დღის გამოსვლაც შედგა, მან ოთხი „კი“ მიიღო და შემდეგ ტურში დიდი ზარ-ზეიმით გაააცილეს.

სოცქსელში მის პერფორმანსს ბევრი დადებითი შეფასება მოჰყვა, მაგრამ ზოგმა შემფასებელმა აღნიშნა, რომ ასეთი გამოცდილი მომღერლების კონკურსებზე გამოსვლას აზრი არ აქვს, რადგან ისინი ბევრად მაღლა დგანან, ვიდრე დამწყები შემსრულებლები.

ამ მოსაზრებას უპასუხა რადიო „ფორტუნას“ მუსიკალურმა წამყვანმა, ჟურნალისტმა ნიკა კაციამ, რომელიც მაგდას მეგობარია და აღნიშნა:

„ვისაც მიაჩნია, რომ მაგდა ვასაძე არ უნდა მისულიყო მუსიკალურ პროექტში „X ფაქტორი“, აქვე გიპასუხებთ.

  1. შოუს ანონსები და პრომოები გაიხსენეთ, როცა გამოცდილ მომღერლებს მოუწოდეს!
  2. ვინც წერს, ახალგაზრდებს დაუთმოს ასპარეზიო – მაგდა მოხუცია?
  3. ვინც დაუსრულებლად გამოხატავს პრეტენზიებს – თქვენც მიდით და ისე იმღერეთ, რომ მაგდა ვასაძე დაჩრდილოთ! ა, ვერ აჯობებთ?! ვიცი :)))))))))))))))
  4. ერთი კი არა, ნეტა ასი იყოს მაგდა ვასაძე, რომ ყველგან უსმინოთ და გაიკეთილშობილოთ სმენა, გემოვნებასთან ერთად!
  5. მოდი, დააკონკრეტეთ, რა არ მოგეწონათ?! – ვერ დაწერთ იმიტომ, რომ მაგდა სხვა საფეხურზეა, როცა უნდა მოვეფეროთ და ყველანაირი პირობა შევუქმნათ – დიდი ხანი იმღეროს!“
  6. დავიჯეროთ, რომ „ქართველებზე ბოღმა სხვა არავინ არის“???
  7. და ბოლოს, ბევრი რომ არ გავაგრძელო, როცა ბედნიერება შეგიძლიათ, სხვა რამე-რუმეები რატომ არ გეზარებათ და დავიჯერო არ გიყვართ მოციმციმე ვარსკვლავის ყურება? დატკბით!“

სიახლეები/

|

April 18, 2017 / 1:27 pm

TOP სიახლეები

ელენე კალანდაძე: „ამდენი გამოცდილების შემდეგ მივხვდი, ყალბ ადამიანებთან ვეღარ ვიურთიერთებ…“

ელენე კალანდაძეს ინტერვიუსთვის „თბილისი მარიოტში“ შევხვდით. მან სიამოვნებით იპოზიორა ჩვენი ფოტოგრაფის წინაშე საყვარელი წითელი კაბით, შემდეგ კი ინტერვიუც შედგა – „ევროვიზიაზე“, ოჯახზე, შვილზე, მნიშვნელოვან გამოწვევებზე, რომლებიც ცხოვრებაში აქვს. მინდა მოგილოცო „ევროვიზიაზე“ შენი გამოსვლა, შესანიშნავად მიგყავდა ინგლისურ ენაზე. იყო ეს ღელვის მიზეზი? თავდაპირველად დაიწყო ასე – გამოცხადდა კასტინგი წამყვანებზე. თვალი რომ მოვკარი, ვიფიქრე, რატომაც არა-მეთქი, გამოცდილება […]

ლელა კილაძე: „17 წლის ბიჭი მყავს, უნდა მეშინოდეს, რომ სადმე წავა, რაღაცას მიიღებს და მერე დაიჭერენ?“

გუკა რჩეულიშვილის მეუღლე, ლელა კილაძე გუშინ „რეაქციას“ სტუმრობდა, სადაც ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზებაზე და თეთრი ხმაურის მოძრაობის მიერ ინიცირებულ აქციაზე იყო საუბარი, რომელიც 10 დეკემბერსაა დაგეგმილი. ლელა კილაძემ ისაუბრა თავისი 17 წლის შვილზე და აღნიშნა: „არსებობს ეს პრობლემა, არის ნარკოტიკები საქართველოშიც და ყველგან. რა უნდა ვქნათ? მყავს 17 წლის ბიჭი, მალე 18-ის გახდება, წავა სადმე გასართობად, ან […]

„ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის“ ნათარგმნი დღიური, რომელმაც შესაძლოა, პატარებს „უგუნურად ცხოვრებისკენ უბიძგოს“

სოციალურ ქსელში მაკა კევლიშვილი ავრცელებს ფოტოებს, რომლებიც ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის მიერ დაბეჭდილ დღიურს გადაუღო. მაკას 8 წლის შვილი ჰყავს, რომელსაც ეს დღიური აჩუქეს. აღშფოთებული მშობელი აღნიშნავს, რომ კერი სმიტის ეს წიგნი დიდი პოპულარობით სარგებლობს: „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა • Sulakauri Publishing ძალიან დიდი ბოდიშის მოხდით, მაგრამ ჩემი 8 წლის ბავშვს აჩუქეს ეს დღიური, რომელიც თურმე, საკმაოდ […]

Facebook

რეკლამა

მსგავსი სიახლეები

მაგდა ვასაძე: „საქართველოდან წასვლას ვფიქრობ…“

მაგდა ვასაძის ახალი სოლოსიმღერა, რომელიც ლილიკო ნემსაძემ დაუწერა, პირველად დღეს „ფორტუნას“ გადაცემაში, „ლიმონი“ აჟღერდა. სიმღერა სასიყვარულოა, მისი სახელწოდებაა „ამბობენ“. სხვადასხვა კონკურსში მონაწილეობის შემდეგ, მაგდა ამბობს, რომ საქართველოში ამ მხრივ საკუთარი თავი ამოწურა. Fortuna.ge-სთან საუბრისას მომღერალმა აღნიშნა, რომ ქვეყნის ფარგლებს გარეთ გამგზავრებას გეგმავს, მანამდე კი ბენდი The Five დაიწყო მუშაობა და ასევე რამდენიმე სიმღერის ჩაწერასაც გეგმავს. […]

მაგდა ვასაძე ბათუმის სახელმწიფო ჯაზბენდისთვის სარეპეტიციოს გამოყოფას ითხოვს

მომღერალი მაგდა ვასაძე ბათუმის სახელმწიფო ჯაზბენდში მღერის. ახლახან გამოქვეყნებულ სტატუსში შემსრულებელი წერს, რომ მათ კონცერტების მოსამზადებლად არანაირი საშუალება არა აქვთ. მაგდა ითხოვს, რომ ბათუმის ჯაზებენდს სარეპეტიციო გამოეყოს. „მოგეხსენებათ, მე ვმღერი ბათუმის სახელმწიფო ჯაზბენდში… თითოეული წევრი არაჩვეულებრივი მუსიკოსია, მაგრამ სამწუხაროა ის ფაქტი, რომ მათ საერეპეტიციო არა აქვთ! კონცერტებს ითხოვენ, მაგრამ სარეპეტიციოს არქონის გამო ვერ გავდივართ წინასაკონცერტო […]

„ოქროს ტალღა“ „იქს ფაქტორს“, როგორც საუკეთესო ტელეპროექტს – სანდრო კურცხალიძე პროექტის გამარჯვებულია!..

სამთვიანი მუსიკალური მარათონი ახალბედა შემსრულებლებისა და ცნობილი მენტორების მონაწილეობით დასრულდა. 3 ივლისს დაძაბული კონკურენციის პირობებში „იქს ფაქტორის“ გამარჯვებული გამოვლინდა – სანდრო კურცხალიძე, რომელმაც შესული 195 409 ხმიდან 57, 72% მიიღო. მისმა მენტორმა, სოფო ნიჟარაძემ, რომელსაც აღელვებისგან მთელი ღამე თვალი არ მოუხუჭავს, დღეს დილას ასეთი სტატუსი გამოაქვეყნა: „დილა მშვიდობისა საქართველო, თუმცა ჩემთვის არც დაღამებულა, თავზე დამათენდა, […]

გიორგი გაბუნია “იქს ფაქტორში” ცრემლებად დაიღვარა (ვიდეო)

გუშინ “იქს ფაქტორში” აუთსაიდერებს შორის გიორგი გაბუნიას ორი კონკუსანტი, გრიგოლ ყიფშიძე და თამარ ედილაშვილი დადგნენ. ამან გიორგი ისეთ ხასიათზე დააყენა, რომ უარი თქვა, გამოეყო რომელიმე მათგანი. მენტორმა თავი ვერ შეიკავა და ცრემლებად დაიღვარა. ტიროდნენ ასევე მენტორები და წამყვანებიც. გიორგიმ გადაწყვეტილება სხვა მენტორებს გადააბარა. ლელა წურწუმიამ თავისი ხმა გრიგოლს მისცა, ასევე სტეფანემ, ხოლო სოფო ნიჟარაძემ – […]

„იქს ფაქტორი“ „ოქროს ტალღაზე“ სოფო ნიჟარაძისა და სტეფანეს გამარჯვებას აღნიშნავს

მოგეხსენებათ, 20 ივნისს მთაწმინდის პარკში რადიოჰოლფინგ „ფორტუნას“ ორგანიზებით, უკვე მეოთხედ გაიმართა „ოქროს ტალღა“, წლის სიმღერის დაჯილდოვება. საუკეთესო შემსრულებელ ქალად სოფო ნიჟარაძე დასახელდა, ხოლო სტეფანემ ორი ჯილდო მიიღო, ის გახდა რადიო „ფორტუნას“ რჩეული და ასევე მთავარი პრიზის მფლობელიც, წლის სიმღერის ტიტული მის კომპოზიციას „დამიბრუნდი“ ერგო და მას რადიოჰოლდინგ „ფორტუნასგან“ 5000-ლარიანი ჯილდო გადაეცა. „იქს ფაქტორის“ ოფიციალურმა „ფეისბუქ“-გვერდმა […]

რეკლამა