“ცეკვავენ ვარსკვლავებში“ ნუცა ბუზალაძის დაბრუნებას კრიტიკა მოჰყვა

0
4332

“ცეკვავენ ვარსკვლავების“ მეშვიდე სეზონის პრომო, სოციალურ ქსელში რამდენიმე საათის წინ აიტვირთა. პროექტის მონაწილეების ზუსტი სია უკვე ცნობილია.

წელს გამარჯვებისთვის ქართველ კონკურსანტებთან ერთად, ჰოლანდიელი, ბელორუსი, უკრაინელი და ბრაზილიელი ვარსკვლავებიც იბრძოლებენ.

პრომოს გავრცელების შემდეგ, ოფიციალურად დადასტურდა, რომ წელს პროექტში მონაწილეობას, ნუცა ბუზალაძე მიიღებს. მის გამოჩენას ინტერნეტ-მომხმარებლებში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ნუცა “ცეკვავენ ვარსკვლავების“ მეხუთე სეზონშიც მონაწილეობდა, თუმცა ფეხის მოტეხვის გამო, პროექტს გამოეთიშა. “ნუცა ერთხელ ხო გამოდიოდა პროექტში და მეორედ რაღატო გამოგყავთ“, “ფეხი მოტყდა და მისცეს დაბრუნების უფლება“, “ვიცი, რომ ფეხი მოიტეხა და ეგ არაა გასასამართლებელი მიზეზი, სოფო ნიჟარაძეს მამა გარდაეცვალა და გამოეთიშა ავტომატურად პროექტს, დაბრუნებაზე ზედმეტია ლაპარაკი, გადაცემა მაინც გაუშვეს ეთერში და წესიერი სამძიმარიც არ გამოუთქვამთ…” – წერენ ინტერნეტ-მომხმარებლები.

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here