მერაბ სეფაშვილი ახალ ალბომზე მუშაობს – „ელექტრონულ მუსიკას დიდხანს ვერ ვუსმენ…“

მერაბ სეფაშვილი ახალ ალბომზე მუშაობს – „ელექტრონულ მუსიკას დიდხანს ვერ ვუსმენ…“

მერაბ სეფაშვილი ახალი ალბომის გამოსაცემად ემზადება. ის თემურ ნიკოლაიშვილის სტუდიაში უკვე მუშაობს და რამდენიმე კომპოზიციაც ჩაწერა, მათ შორისაა ძველი სიმღერები, რომლებსაც მომღერალი ახლებური არანჟირებითა და ვერსიით შემოგვთავაზებს. ალბომი მალე გამოვა და მას, რასაკვირველია, მომღერლის სოლოკონცერტიც მოჰყვება.

მერაბ სეფაშვილი:

ვამზადებთ ახალ ალბომს. თემურ ნიკოლაიშვილის სტუდიაში ვმუშაობ, გია მაჭარაშვილთან ერთად. სხვათა შორის, იქნება ახალი სიმღერებიც და ძველი ახალიც, ბევრ სიურპიზს გპირდებით. ეს ძველი სიმღერები არ არის ჩემი რეპერტუარიდან და ახლებურად შემოგთავაზებთ. ჩემეული ხედვაა ეს, მე როგორც ვხედავ, ისე იქნება.

ბევრი ალბომი არ მაქვს გამოცემული. უამრავი სიმღერა მაქვს ჩაწერილი, მაგრამ ალბომად არა. ბევრი მათგანი არავინ იცის და მეც არ ვუსმენ. ახალ სიმღერებზე მაქვს საუბარი. როცა რაღაცას ხატავ და გადაშლი, ეს ამბავია. მეორე დღეს რომ აღარ მოგწონს და თავიდან იწყებ ყველაფერს.

თავად წყვეტთ ერთპიროვნულად, რა გამოიტანთ საჯაროდ თუ ვინმეს აზრსაც ითვალისწინებთ?

ყველას აზრს ვითვალისწინებ, მეგობრების, მუსიკოსების. ძალიან მიყვარს ბავშვების რეაქციის ნახვაც, სულ მთლად პატარების, ბავშვის ყური სხვა არის. ბოლო წერტილს მე ვსვამ. ახალ ალბომში ჯერჯერობით ყველაფერი მომწონს. ათამდე სიმღერა იქნება, რამე თუ არ ამოვიღე.

გია გოგორიშვილი:

ალბომი საახალწლოდ გამოვა. მასში ქართული მარგალიტები შევა, თუმცა იქნება ახალი სიმღერებიც, ასე ვთქვათ, ბონუსს რასაც ეძახიან. ერთ-ერთი სიმღერა ეკუთვნით ლილიკო ნემსაძეს და ირინა სანიკიძეს.

(ფოტოები)

სიახლეები/

|

October 15, 2019 / 3:45 pm

საკვანძო სიტყვები

TOP სიახლეები

ვიდეო: ნუცა ბუზალაძის ახალი კლიპი სიმღერაზე “თეთრი ღამე”

ნუცა ბუზალაძემ ახალი ვიდეორგოლი გამოუშვა. კლიპის რეჟისორი ნესტან სინჯიკაშვილია და ის ზაფხულში ბათუმში გადაიღეს. ნუცა ბუზალაძის ახალი სიმღერის “თეთრი ღამე” ავტორი ლილიკო ნემსაძეა. კლიპის პრემიერა ნუცას საახლობლო წრისთვისა და მედიისთვის 16 ოქტომბერს შედგა, გუშინ კი ვიდეორგოლი “იუთუბზე” ატვირთეს. (ვიდეო)

ვიდეო: ნატო მეტონიძე: „აღმომაჩნდა სიმსივნის პირველი სტადია და დაინიშნა ოპერაცია. ვაღიარებ, ეს ძალიან დიდი შიშია…“

აკადემიკოს ფრიდონ თოდუას სახელობის კლინიკის ოფიციალური “ფეისბუქ”-გევრდი ავრცელებს ვიდეოს, სადაც მომღერალი ნატო მეტონიძე ჰყვება, როგორ დაამარცხა სიმსივნე. მას დიაგნოზი რამდენიმე წლის წინ დაუსვეს, რასაც მოჰყვა ოპერაცია, შემდეგ კი ხუთწლიანი ჰორმონოთერაპია და დასხივება. ნატო მეტონიძე: “შიშის გადალახვის შედეგად მივიღე ის, რომ დავრწმუნდი, ჩემი სიცოცხლე, ჩემი ჯანმრთელობა შემიძლია მე თვითონ ვმართო – გადაულახავი დაავადება არ არსებობს და […]

ია ფარულავა: „ზოგი ჩემზე იტყვის, ძველი ბო..იო, ზოგი კოსმიურ გოგოს მიწოდებს…“

მაია ასათიანის კითხვაზე, ვინ არის, ია ფარულავამ უპასუხა, რომ ეს ხალხმა უნდა გადაწყვიტოს – „ვიღაც დაწერს, ბებერი გამო…ული ქალიაო, ვიღაც იტვყის, ძველი ბოზიაო, ვიღაც – ია, ვგიჟდები შენზე, ჩემო კოსმიურო გოგოო. ბევრნაირი ვარ და როგორიც გინდათ, მიმიღეთ. მე მზად ვარ, გავცე ეს ენერგია და სხივი, რაც მაქვს“. ვრცლად…

Facebook

რეკლამა

მსგავსი სიახლეები

მერაბ სეფაშვილმა დაბადების დღე კონცერტით აღნიშნა

მერაბ სეფაშვილი იუბილარია. დღს, 15 ოქტომბერს, მას 59 წელი შეუსრულდა. მომღერალმა დაბადების დღე სცენაზე აღნიშნა. მან „შუაგულში“ კონცერტი გამართა, სადაც დამსწრე საზოგადოებას საკუთარი რეპერტუარიდან ყველაზე პოპულარული სიმღერები წარუდგინა. (ვიდეო)

25 სექტემბერს მერაბ სეფაშვილის ალბომის პრეზენტაცია და კონცერტი გაიმართება

როგორც მერაბ სეფაშვილის პროდიუსერი, გია გოგორიშვილი წერს, მერაბ სეფაშვილი სექტემბრის ბოლოს სოლოკონცერტს გამართავს, სადაც წარმოდგენილი იქნება მისი ახალი ალბომი. ალბომზე მუშაობა ამჟამად მიმდინარეობს. მანამდე მომღერალს საზაფხულო კონცერტები აქვს დაგეგმილი თბილისსა და მის ფარგლებს გარეთ.

მერაბ სეფაშვილის მეუღლე საავადმყოფოშია

მერაბ სეფაშვილის მეუღლე, ნინო ჯუხრაძე საავადმყოფოში მოხვდა. მომღერლის პროდიუსერი გია გოგორიშვილი გულშემატკივრობისთვის ყველას მადლობას უხდის და წერს, რომ ამჟამად პაციენტი უკვე პალატაშია გადაყვანილი. გთავაზობთ გია გოგორიშვილის სტატუსს: “ძვირფასო მეგობრებო, დიდი მადლობა მერაბის ოჯახის გულშემატკივრობისათვის, მინდა გაცნობოთ, რომ მისი მეუღლე გადმოყვანილია პალატაში, მდგომარეობა სტაბილურია, არის პროგრესი,მიმდინარეობს სარეაბილიტაციო მკურნალობა”.

ვიდეო: ხათუნა ჟორდანიამ მერაბ სეფაშვილთან ერთად დუეტი შეასრულა

ხათუნა ჟორდანიამ მერაბ სეფაშვილთან ერთად დუეტი „პროფილის“ გადაცემაში შეასრულა, რომელიც რუსა მორჩილაძის შემოქმედებას მიეძღვნა. სიმღერას „მომენატრე და მოვედი“ ჰქვია და საკმაო პოპულარობით სარგებლობდა მსმენელს შორის. ხათუნა ჟორდანიას ტელეეკრანზე გამოჩენას მაყურებელი დიდი სიყვარულით შეხვდა. გთავაზობთ რამდენიმე კომენტარს გადაცემის „ფეისბუქ“-გვერდიდან: „ღმერთო, როგორ მიხარია ხათუნას ყურება…“ „ხათუნა, ჯანმრთელობა ნუ მოგიშალოთ უფალმა“ „უთბილესი ხმა აქვს ხათუნას, ძალიან მიყვარს ეს […]

მერაბ სეფაშვილი დღეს 58 წლის გახდა

ცნობილი ქართველი მომღერალი, მერაბ სეფაშილი დღეს, 15 ოქტომბერს, იუბილარია. მას 58 წელი შეუსრულდა. მომღერლისთვის მისალოცად მისი შვილები და პროდიუსერი, გია გოგორიშვილი შეიკრიბნენ და დაბადების დღეზე სიურპრიზად პოპულარულ შემსრულებელს ტორტი მიართვეს. (ვიდეო)

რეკლამა