ანი ჩირაძე და კონსტანტინე თედელური დაქორწინდნენ (ფოტოები)

0
2710

„ჩემი ცოლის დაქალებში“ ჩიკას როლის შემსრულებელი ანი ჩირაძე და ცნობილი შეფმზარეული კონსტანტინე თედელური დაქორწინდნენ. მათ ხელი თელავში მოაწერეს. წყვილს თან ახლდნენ მსახიობები ბაია დვალიშვილი და ეკა ჩხეიძე, ასევე „ჩემი ცოლის დაქალების“ სცენარისტი, ქეთი დევდარიანი და სხვა ახლობლები.

კონსტანტინეს და ანის რომანი საკმაო ხანია, რაც გრძელდება. როგორც ჩანს, წყვილმა ურთიერთობისთვის ოფიციალური სახის მიცემა გადაწყვიტა.

ფოტოები გოგა ჩანადირს ეკუთვნის. ფოტოგრაფი წერს:

„აი, ასე, უცებ, ჩიკამ (ანა ჩირაძე) და კოტე თედელურმა დაქორწინება გადაწყვიტეს და თელავში ხელი მოაწერეს. მეჯვარეები ქეთი დევდარიანი და ეკა ჩხეიძე იყვნენ.
ყველაფერი თვალის დახამხამებაში მოხდა.
ვულოცავ წყვილს“.

(ფოტოები)

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here