მაიკო კაჭკაჭიშვილის საავტორო კონცერტზე მთელი ქართული შოუბიზნესი წარდგება

მაიკო კაჭკაჭიშვილის საავტორო კონცერტზე მთელი ქართული შოუბიზნესი წარდგება

მაიკო კაჭკაჭიშვილი 21 მაისს „ოტიუმში“ საავტორო კონცერტს მართავს. იმის გათვალისწინებით, რომ არაერთი პოპულარული სიმღერის ავტორის კონცერტი ბოლოს დიდი მასშტაბით 2007 წელს ფილარმონიაში შედგა, მისი შემოქმედების თაყვანისმცემლებისთვის ღონისძიებაზე დასწრება საინტერესო უნდა იყოს. მით უმეტეს, რომ იმ ჰიტებთან ერთად, რომლებიც მსმენელმა შეიყვარა, შესრულდება ახალი სიმღერების პრემიერებიც. ახალ კომპოზიციებს, რომლებიც მაიკომ დაწერა, ნოდიკო ტატიშვილი და ქრისტინე იმედაძე შეასრულებენ. თუმცა მომღერლების სია, ვინც მაიკოს მიერ შექმნილ ჰიტებს ასრულებდა სხვადასხვა დროს, ძალიან დიდია. შეიძლება ითქვას, რომ კონცერტზე მთელი ქართული შოუბიზნესი წარდგება. ჩამონათვალი ასეთია: ლელა წურწუმია, რატი დურგლიშვილი, ნინო ჩხეიძე, ნინი ბადურაშვილი, თემო საჯაია, დათუნა მგელაძე, სალომე ბაკურაძე, მარიკა თხელიძე, ძვალი, „ქუჩის ბიჭები“, აჩიკო მეფარიძე, დათუნა ლაზარიშვილი, ვერიკო ტურაშვილი, თიკა ჯამბურია, თიკა მახალდიანი, ანრი ჯოხაძე, ეკა კახიანი.

მაიკო კაჭკაჭიშვილი:

მსმენელებს 21 მაისს, 21 საათზე, „ოტიუმში“ ველოდებით. კონცერტის სახელწოდებაა „ჩემო თბილის-ქალაქო“, დევიზი კი: „ერთად გავფანტოთ ღამის სიჩუმე“ (იცინის). 2002 წელს დაწერილი ეს სიმღერა 2017 წელს მეორედ გახდა პოპულარული, რაც გასაკვირია, მაგრამ ძალიან სასიამოვნოა.

ბოლოს ასეთი დიდი კონცერტი, სადაც ამდენი შემსრულებელი მონაწილეობდა, ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში მქონდა, 2007 წელს.

თავად რას შეგვისრულებ?

მე სამ სიმღერას ვიმღერებ, დუეტებს ძვალთან, რატი დურგლიშვილთან და ასევე დათუნა მგელაძესა და ნოდიკო ტატიშვილთან ერთად, რომელიც ივანა მელაისა და ბიჭებისთვის დავწერე, მაგრამ ივანა აშშ-შია, ამიტომაც სიმღერას თავად შევასრულებ. იქნება პრემიერები და შესრულდება ჩემი ჰიტები, რომლებიც სხვადასხვა დროს დავწერე.

ისე, დაგითვლია, სულ რამდენი სიმღერა გაქვს დაწერილი?

მთელი ცხოვრების განმავლობაში (იცინის)? არა, არ დამითვლია, მაგრამ ძალიან ბევრია. რამდენიმე ასეულს დიდი ხანია, გადააჭარბა…

ნინო მურღულია

სიახლეები/

|

May 15, 2017 / 5:27 pm

საკვანძო სიტყვები

TOP სიახლეები

ანუკი არეშიძის ახალი კოლექცია და ფასები – კაბები 1160 დოლარად ერთ-ერთ პრესტიჟულ საიტზე იყიდება

ანუკი არეშიძემ ახლახან „მერსედეს ბენცის თბილისის მოდის კვირეულზე“ ახალი კოლექცია წარადგინა, რომელმაც კრიტიკოსების მოწონება დაიმსახურა. ანუკის ახალმა კოლექციამ უკვე გადაინაცვლა ერთ-ერთ პრესტიჟულ მოდის საიტზე modaoperandi.com, სადაც აქამდეც იყიდებოდა ანუკის კოლექციიდან ნამუშევრები და და არცთუ დაბალ ფასად. ახალი კოლექციის ძირითადი ფერებია ოქროსფერი, ვერცხლისფერი, ცისფერი, ვარდისფერი – აქ არის როგორც კაბები, ასევე შარვლები, ზედები, ქვედაბოლოები, ქურთუკები, პიჯაკები. […]

ლაშა რამიშვილი საბავშვო „სლავიანსკი ბაზრის“ ჟიურის წევრად მიიწვიეს

„სლავიანსკი ბაზარი“ როგორც ბავშვებს, ისე დიდ კონკურსანტებს შორის რამდენიმე ათეული წელია, რაც მიმდინარეობს. ის ბელორუსში ტარდება და საკმაოდ ცნობილი მუსიკალური კონკურსია. 2010 წელს ქართველი მსახიობი, მომღერალი და რადიოწამყვანი, ლაშა რამიშვილი, ვიტებსკში ამ კონკურსის მონაწილე გახლდათ, მიიღო პირველი ადგილი და ვლადიმერ მულიავინის სახელობის პრემია. 2016 წელს, ფესტივალის 25 წლის იუბილეზე, საპატიო სტუმარი გახლდათ, ხოლო წელს ჟიურის […]

არაბი მომღერლის ვიდეო, რომელიც MTV-ზე გავა, ქალაქ რუსთავში გადაიღეს

„ფეისბუქზე“ ირაკლი დანელია ავრცელებს არაბი მომღერლის ვიდეოს, რომელიც მისი თქმით, საქართველოში, კერძოდ, ქალაქ რუსთავშია გადაღებული. „არაბი მომღერლის ვალიდ ალჯასიმის კლიპი გამოვიდა. კლიპში ქალაქის ხედები, რუსთავის მერია, მერიის წინ არსებული მოედანი და განახლებული კოსტავას გამზირი მოხვდა. კლიპი უახლოეს დღეებში არაბულ MTV-ზეც ჩაეშვება. ვიდეორგოლი სიყვარულზეა. მისი გადაღების პროცესი რუსთავში სხვადასხვა ლოკაციაზე, მიმდინარე წლის 8 ივნისს მიმდინარეობდა. კლიპის […]

Facebook

რეკლამა

მსგავსი სიახლეები

მაიკო კაჭკაჭიშვილი ჭარბწონიან ადამიანებს მიმართავს – „მოიშორეთ ეს ჭირი!..“

კომპოზიტორი და შემსრულებელი, მაიკო კაჭკაჭიშვილი, რომელმაც ახლახან კუჭირ დაპატარავების ოპერაცია გაიკეთა, უკვე შესამჩნევად არის გამხდარი. ოპერაციამდე მან სპეციალური დიეტა დაიცვა, ახლა კი ეტაპობრივად ზედმეტ კილოგრამებს რამდენიმე თვის განმავლობაში დაიკლებს, თუმცა შედეგი უკვე ძალიან კარგია. მაიკო აქვეყნებს თავის ადრინდელ და ახლანდელ ფოტოს და ყველა ჭარბწონიან ადამიანს მიმართავს, ყველაფერი გააკეთონ ზედმეტი კილოგრამების დასაკლებად. „მოგმართავთ ყველას, ვისაც ზედმეტი […]

ჯაბა ბოჯგუას დასახმარებლად გამართულ კონცერტზე მხოლოდ 34 ადამიანი მივიდა

კომპოზიტორ მაიკო კაჭკაჭიშვილის ინიციატივით, „ოტიუმში“ მომღერალ ჯაბა ბოჯგუას დასახმარებელი კონცერტი გაიმართა. ღონისძიებაში უამრავი მომღერლის მონაწილეობა დაანონსდა. მომღერლები, რასაკვირველია, ადგილზე მივიდნენ და კონცერტიც გამართეს, მაგრამ სამწუხაროდ, საზოგადოებამ არ გამოთქვა ჯაბას დახმარების სურვილი და კონცერტზე, რომელზეც მისი ოჯახისთვის გადასაცემი თანხის შეგროვების იმედი ჰქონდათ, მხოლოდ 34 სტუმარი მივიდა. ბილეთის ფასი 30 ლარი გახლდათ. მანამდე სოცქსელში სხვადასხვა მოწოდებას წაიკითხავდით […]

მაიკო კაჭკაჭიშვილს ბინა აჩუქეს

"შოკში ვარ" - ასეთ პოსტს ავრცელებს სოციალურ ქსელში კომპოზიტორი, მაიკო კაჭკაჭიშვილი. მაიკომ პოსტი მას შემდეგ გამოაქვეყნა, როცა ერთ-ერთმა სამშენებლო კომპანიამ საჩუქრად სამოთახიანი ბინა გადასცა.

“ვარ თუ არა წერწეტა?” – როგორ გამოიყურება მაიკო კაჭკაჭიშვილი ოპერაციის შემდეგ? (ვიდეო)

კომპოზიტორმა მაიკო კაჭკაჭიშვილმა ორი დღის წინ ოპერაცია გაიკეთა. მან ზედმეტი კილოგრამების მოშორება, ქირურგიული ჩარევით გადაწყვიტა და დავით აბულაძის კლინიკას მიმართა. კომპოზიტორის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა. მაიკომ სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ჩანს როგორ გამოიყურება ამჯერად ის. "ვარ თუ არა წერწეტა, ამ საღამოს უკვე ხასიათზეც მოვედი. მადლობა თქვენ ყველას, როგორ მგულშემატკივრობდით" - წერს მაიკო კაჭკაჭიშვილი.

როდის აბარებდნენ ნამცხვრებს მაიკო კაჭკაჭიშვილი და რატი დურგლიშვილი?

გიორგი ყიფშიძის მიერ გაკეთებულ განცხადებას იმის თაობაზე, რომ მამამისს ზურა ყიფშიძეს ძალიან დაბალი ხელფასი აქვს და უჭირს, დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მათ შორის არის მომღერალი რატი დურგლიშვილი, რომელიც კულტურის სფეროში არსებული მდგომარეობით აღშფოთებულია.

რეკლამა