მაგდა ვასაძე ბათუმის სახელმწიფო ჯაზბენდისთვის სარეპეტიციოს გამოყოფას ითხოვს

0
2119

მომღერალი მაგდა ვასაძე ბათუმის სახელმწიფო ჯაზბენდში მღერის. ახლახან გამოქვეყნებულ სტატუსში შემსრულებელი წერს, რომ მათ კონცერტების მოსამზადებლად არანაირი საშუალება არა აქვთ. მაგდა ითხოვს, რომ ბათუმის ჯაზებენდს სარეპეტიციო გამოეყოს.

„მოგეხსენებათ, მე ვმღერი ბათუმის სახელმწიფო ჯაზბენდში… თითოეული წევრი არაჩვეულებრივი მუსიკოსია, მაგრამ სამწუხაროა ის ფაქტი, რომ მათ საერეპეტიციო არა აქვთ! კონცერტებს ითხოვენ, მაგრამ სარეპეტიციოს არქონის გამო ვერ გავდივართ წინასაკონცერტო მზადებას… მე პირადად დიდი დისკომფორტი მაქვს ამის გამო!

მივმართავ ყველას, ვისაც შეუძლია, რაიმე ძალას ან ხერხს მიმართოს… იმისთვის, რომ იყოს კარგი ხარისხი, აუცილებელია რეპეტიცია… მე პირადად არც ერთ კონცერტზე არ მივიღებ მონაწილეობას, თუკი სარეპეტიციო არ გამოიყოფა და ადამიანურად არ დავსხდებით და არ გავარჩევთ ამა თუ იმ ნაწარმოებს!!!

საკუთარ თავს არ ვაძლევ იმის უფლებას, რომ ვალდებულება მოვიხადო ჩემი ჯაზბენდში სიმღერით! პირველ რიგში, მინდა მივიღო უდიდესი სიამოვნება! ამიტომ ძალიან გთხოვთ, მიიღეთ ზომები და სარეპეტიციო გამოყავით ბათუმის სახელმწიფო ჯაზბენდისთვის!!!“

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here