„მადლობა, Georgia, you were amazing!”- ვაიქლეფ ჟანი ქართველი მელომანებით აღფრთოვანებული დარჩა

„მადლობა, Georgia, you were amazing!”- ვაიქლეფ ჟანი ქართველი მელომანებით აღფრთოვანებული დარჩა

უიტნი ჰიუსტონი, ჯგუფი “Destiny’s child” და კიდევ არაერთი ვარსკვლავი, რომელთანაც უთანამშრომლია –  ბათუმის ჯაზფესტივალის რიგით მე-3 დღის სტუმარი ვაიქლეფ ჟანი იყო.  გუშინ საღამოს ბათუმის კორტების სცენაზე საოცარი ზეიმი შედგა. სცენაზე გაჯაზება ვაიქლეფმა მაშინ დაიწყო, როდესაც ქართული „მრავალჟამიერი“ გაარემიქსა და ამით მან პირველი მუხტი მოიტანა, რომელიც კონცერტის ბოლომდე არ განელებულა.

პირველი კულმინაცია მაშინ იყო, როდესაც ვარსკვლავმა თავზე წყალი გადაისხა, შემდეგ კი საკუთარი სველი  მაისური ერთ იღბლიან ბიჭს გაუცვალა და სტუმრების წინაშე ლურჯი მაისურით გამოცხადდა.

მეორე კულმინაცია  სცენაზე ბერა ივანიშვილის გამოჩენდა იყო. მან ვაიქლეფთან ერთად სიმღერა „ Parlez-Vous Francais” შეასრულა, სცენაზე კი ვარსკვლავმა პატარა მელომანი მიიპატიჟა.  ბერა ივანიშვილი, ვაიქლეფ ჟანი და პატარა მელომანი სცენაზე იდგნენ და სტუმრებს გასაოცარ შოუს სთავაზობდნენ.

გარდა ამისა გეტყვით, რომ ვაიქლეფმა მუსიკის მოყვარულებისთვის ისეთი ლეგენდარული მუსიკოსების სიმღერები გააცოცხლა, როგორებიც არიან ბომ მარლი, მაიკლ ჯექსონი და სხვები. ბოლოს კი დიჯეი ავიჩიც გაიხსენა და სიმღერა “Wake me up”-ზე, პირდაპირი მნიშვნელობით, ის მელომანებში გადაეშვა. სწორედ ასე სცენის მიღმა ბათუმის ჯაზფესტივალის სტუმრები და ამერიკელი მუსიკოსი,  გრემის სამ გზის მფლობელი ვაიქლეფთ ჟანი ერთად მღეროდნენ.

აშკარაა, რომ  ქართველი აუდიტორიით მუსიკოსი აღფრთოვანებული დარჩა. მან კონცერტის შემდეგ სტატუსი გამოაქვეყნა წარწერით „მადლობა Georgia, you were amazing!”

შეგახსენებთ, რომ წინ ბათუმის ჯაზფესტივალის რიგით ბოლო დღე გველის, რომლის სცენას ჯგუფი “R+R Now” დაიკავებს.

ნინო როსტიაშვილი

სიახლეები/

|

July 22, 2018 / 1:43 pm

საკვანძო სიტყვები

TOP სიახლეები

ნატალია ქუთათელაძე: „ერთი წელია, რაც გავთხოვდი და ჩემი ქმარი სულ გზაშია…“

ნატალია ქუთათელაძემ ჯულიარდის ცნობილი სასწავლებელი დაამთავრა და აშშ-დან გერმანიაში გადავიდა, სადაც ბავარიის ცნობილი ოპერის თეატრში მიიწვიეს. მას იქ ერთწლიანი კონტრაქტი აქვს. ნატალია უკვე ერთი წელიწადია, გათხოვილია, მისი მეუღლე აჩიკო ჯაფარიძეა, რომელიც მეორე ნახევარს ხელს უწყობს და მასთან ხშირად ჩადის მიუნხენში. ნატალიამ ამის შესახებ ჟურნალ „თბილისელებთან“ ისაუბრა. გთავაზობთ ნაწყვეტს ინტერვიუდან: გერმანიაში ვისთან ერთად ცხოვრობ? ნატალია ქუთათელაძე: […]

ნანიკო ხაზარაძე:„ხელფასამდე ორი კვირით ადრე საფულე ცარიელია!..“

ნანიკო ხაზარაძე წერს, რომ ხელფასამდე ორი კვირით ადრე თანხა აღარ რჩება ხოლმე ანგარიშზე. ტელეწამყვანმა შესაბამისი სტატუსი ახლახან გამოაქვეყნა სოციალურ ქსელში: „ეს არ ეხება მათ ვინც არ მუშაობთ ❤ და ბევრნი ხართ ასეთი ❤ იგივე ხელფასი მაქვს, რაც მქონდა. ცხოვრების ხარისხი არ გამიუმჯობესებია და ხელფასამდე 2 კვიროთ ადრე საფულე ცარიელია…“ მის სტატუსს უამრავი გამოხმაურება მოჰყვა. ხალხი წერს, რომ ცხოვრება […]

თამო ვაშალომიძის პარიზული არდადეგები (ფოტოები)

თამო ვაშალომიძე დღეებს პარიზში ატარებს და სოციალურ ქსელში უამრავ ფოტოს აქვეყნებს, რომლებიც ფრანგულ ღირსშესანიშნაობებთან აქვს გადაღებული. მოდელმა ასევე ვიდეოც დადო, სადაც ჩანს, როგორ მიირთმევს შესანიშნავი ხედის ფონზე შამპანურს. რასაკვირველია, თამოს ისიც არ დაავიწყდა, რომ პარიზში გადაღებული ინტიმური ფოტოებიც გაეზიარებინა მეგობრებისთვის.  

Facebook

რეკლამა

მსგავსი სიახლეები

როკის ცოცხალი ლეგენდის ლეგენდარული კონცერტი – რობერტ პლანტმა ჯაზფესტივალის გახსნის დღე დაუვიწყარი გახადა

19 ივლისი, „ბლექ სი არენას” უზარმაზარი ეზო, მდელოებზე შეფენილი წყვილები, მეგობრები, ასევე წყვილად თუ ჯგუფად, მათ შორის ყველა ასაკის ადამიანი, დიდი თუ პატარა, ზოგმა მისი მოსმენა შვიდი წლის ასაკიდან დაიწყო, ზოგისთვის ახალგაზრდობის საუკეთესო მოგონებაა… მოკლედ, ყველას, ვინც 19 ივლისს, არენის ეზოშია შეკრებილი, თავისი მიზეზი აქვს და რასაკვირველია, მთავარი მუსიკის სიყვარულია, იმ მუსიკის, რომელიც ჯგუფმა “ლედ […]

შავი ზღვის ჯაზფესტივალი რობერტ პლანტის კონცერტით გაიხსნება

19 ივლისს, Black Sea Arena-ზე ლეგენდარული რობერტ პლანტისა და „Sensational Space Shifters“-ის კონცერტით შავი ზღვის რიგით მე-12 ჯაზფესტივალი გაიხსნება. შავი ზღვის სანაპირო რიგით მე-12 ჯაზ ფესტივალს 19-22 ივლისს უმასპინძლებს. წლევანდელი ფესტივალის „ჰედლაინერია“ რობერტ პლანტი და “Sensational Space Shifters”. შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალში წელს ასევე მონაწილეობენ: ჯგუფი “Trombone Shorty & Orleans Avenue”, DJ Lo Down Loretta Brown […]

ყველაფერი ჯაზფესტივალების წლევანდელი სტუმრებისა და ბილეთების შესახებ

დღეს, თბიოლისის ივენთ ჰოლში, „თიბისი სტატუსის“ წარმომადგენელმა, ნიკა ქურდიანმა და „ისთერნ ფრომოუშენსის“ დირექტორმა, გიორგი კერესელიძემ ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს და სამი ჯაზფესტივალის არასრული ლაინაფის შესახებ ისაუბრეს. რამდენიმე არტისტთან მოლააპრაკება ჯერ კიდევ აქტიურ ფაზაშია, ამიტომაც ინფორმაცია პერიოდულად განახლდება. რაც შეეხება იმას, რაც უკვე ვიცით: დავიწყოთ თბილისის ჯაზფესტივალით, რომელიც ამიერიდან შემოდგომის მაგივრად, გაზაფხულზე გადმოინაცვლებს და ჯაზის საერთაშორისო დღეს […]

თბილისის საიუბილეო ჯაზფესტივალის გახსნა და Tower Of Power-ის რიტმული ბლუზი და სოული…

2 ნოემბერს, თბილისის „ივენთ ჰოლში“ ჯაზური ჰანგების მოყვარული საზოგადოება ჯაზფესტივალის მეოცე საიუბილეო საღამოზე შეიკრიბა. „ისთერნ ფრომოუშენსმა“ წარმოგვიდგინა საინტერესო ფილმი ფესტივალის ისტორიის შესახებ, რომელიც სათავეს 1970-იანი წლებიდან იღებს. საბჭოთა კავშირში ჯაზარტისტების სტუმრობისა და მათი კონცერტების ამბებს გაიოზ კანდელაკი მოუთხრობს მაყურებელს, რამდენიმე საინტერესო ფაქტს ამა თუ იმ კონცერტიდან ჯაზფესტივალის ერთული სტუმრები, მუსიკოსები და მუსიკისმცოდნეები იხსენებენ… „ისთერნ ფრომოუშენსმა“ […]

რეკლამა