ლაშა გაბუნია სოფი ვილისა და ლუკა ზაქარიაძის “არ დაიჯეროს“ უგემოვნოს უწოდებს

0
41

მუსიკალური კრიტიკოსი ლაშა გაბუნია ფეისბუქის გვერდზე აქვეყნებს სოფი ვილისა და ლუკა ზაქარიაძის მიერ შესრულებულ, იშხნელების სიმღერას “არ დაიჯერებ“, რომელიც სპეციალურად დათო ევგენიძის პროექტისთვის ახლებურად შესრულდა. როგორც ლაშა წერს, ამ ვერსიით ღირსეულმა ხალხმა სიმღერა “გააბანძა“. დავინტერესდით, რატომ ფიქრობს ასე და ჟურნალისტს კომენტარისთვის დავუკავშირდით.

ლაშა გაბუნია:

არ ვიცი, რა პროექტისთვის შეიქმნა ეს ვერსია და როგორც ჩვეულებრივი მსმენელისთვის, ეს მნიშვნელოვანი არც უნდა იყოს. მოვუსმინე და ჩემი აზრით, არც არანჟირება, არც შესრულება და მით უმეტეს, არც ჯიმი პეიჯის პარტია “ქაშმირიდან“ არაფერ შუაში არ არის იმ განწყობასთან, რაც 20-იან წლებში შექმნილ ამ სიმღერას ჰქონდა.

იმ მუსიკოსებს, რომლებიც აქ უკრავენ და მღერიან, ვიცნობ და პატივს ვცემ, მაგრამ ვფიქრობ, არანჟირების სერიოზული პრობლემაა. სიმღერისადმი არცთუ კარგ დამოკიდებულებას აჩენს, არადა, საქართველოში ალბათ ცოტაა ადამიანი, ვისაც ეს სიმღერა არ მოსწონს.

ჩემი აზრით, ეს არის შესრულება რეპეტიციის გარეშე, ნაჩქარევად გაკეთებული. ზოგადად ნებისმიერი სიმღერის მიმართ არ მაქვს დამოკიდებულება, რომ “სიწმინდეს არ უნდა შეეხო“. პირიქით, ახალი ვერსიების მოსმენა ძალიან საინტერესოა. ევა ქესედის “Autumn Leaves” ამისი საუკეთესო მაგალითია. ბევრი სხვა ქავერიც მომისმენია და მომწონებია, მაგრამ “არ დაიჯერებ“ – ის შემთხვევაში საქმე გვაქვს უპასუხისმგებლო მიდგომასთან და უგემოვნო ვერსიასთან.

არც ნამღერი მომეწონა. სოფი ვილის ძალიან რბილი და სასიამოვნო ხმა აქვს, ლუკა ზაქარიაძე კი როკს კარგად ასრულებს, ინდიმუსიკოსი და როკმომღერალი შეხვდნენ ერთმანეთს და გადაწყვიტეს სიმღერის ერთად შესრულება, მაგრამ არ გამოვიდა. ვფიქრობ, ნებისმიერ სიმღერას ასე დაუფიქრებლად ხელი არ უნდა მოკიდონ. გული დამწყდა, რომ ასეთი კარგი მუსიკოსები ასე “ამჩატდნენ“.
[jwplayer mediaid=”3844”]