2015 წლის 11 აპრილს ახალგაზრდა ქართველი მსახიობი კოტე თოლორდავა გარდაიცვალა. ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, მსახიობს, რომელსაც მანამდეც ჰქონია ჯანმრთელობის პრობლემები, გულმა უმტყუნა.
აღსანიშნავია, რომ კოტეს იმ პერიოდში საკმაოდ დატვირთული პერიოდი ჰქონდა. რუსეთში ფილმში იღებდნენ სერგეი ბეზრუკოვთან ერთად. გადაღებებიდან თბილისში მოუწია ჩამოსვლამ, რადგან მოზარდმაყურებელთა თეატრში პრემიერა უნდა ეთამაშა და შემდეგ ისევ უკან დაბრუნდა…
ფილმი, რომელშიც კოტე თოლორდავამ, სამწუხაროდ, თავისი უკანასკნელი როლი შეასრულა, 2016 წლის 1-ელ იანვარს გამოვა კინოეკრანებზე. ფილმის სახელწოდებაა “Млечный путь“.
ფილმში სერგეი ბეზრუკოვს პარტნიორობას მარინა ალექსანდროვა უწევს, კოტე კი ქართველი ტაქსის მძღოლის როლს ასახიერებს. ანდრეისა და ნადიას ქორწინება არც ისე მყარი აღმოჩნდა, ანდრეი მოსკოვში გაემგზავრა, ნადია შვილებთან ერთად ირკუტსკში დარჩა. ახალი წლის ღამეს ოჯახი ერთად იკრიბება. თითქოს ყველაფერი გადაწყვეტილია, წყვილი ოფიციალურად უნდა განქორწინდეს, თუმცა ახალი წლის ღამეს უამრავი რამ ხდება.. ფილმის რეჟისორი ანა მატისონი გახლავთ.
იმედია, კოტე თოლორდავას თაყვანისმცემლებს საქართველოს კინოთეატრებშიც მიეცემათ ამ ფილმის ნახვის საშუალება.
[jwplayer mediaid=”3848”]