კარგი გოგო და „ბენტლი“ მასტერის ახალ კლიპში – „ძალიან უხდებით ერთმანეთს…“

0
4341

„SSS“ რეპერ მასტერის ახალი სიმღერაა, რომელიც ახლახან თავად გადაიღო. ის ქართველი რეპერისთვის უჩვეულო ჟანრშია გაკეთებული, რომელშიც აქამდე არ უმუშავია, ამ მიმართულებას რეპში Drill ჰქვია და როგორც მასტერმა ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, განგსტერული მიმდინარეობაა.

გიორგი პავლიაშვილი (მასტერი):

ახალი კლიპი სპონტანურად გადავიღეთ, რეჟისორი თავად გახლავართ. ინსტრუმენტალი მე არ მეკუთვნის, Proffeny-ს გაკეთებულია. ვეღარ ვითვლი, მერამდენე ვიდეო გადავიღე (იღიმის). სიმღერაზე შემიძლია ვთქვა, რომ ეს არის ჰიპ-ჰოპის ვიწრო მიმდინარეობა Drill, განგსტერული რეპია. ამ მიმართულებაში სიმღერა არასდროს ჩამიწერია. ჩემგან უფრო მელოდიურ კომპოზიციებს არიან მიჩვეულები და რასაკვირველია, იყო გარკვეული რისკი ამ ჟანრში სიმღერის ჩაწერა, მაგრამ გუშინ დადებულ კლიპს 11 000-ზე მეტი ნახვა აქვს და როგორც ჩანს, ამ ნაბიჯმა გაამართლა.

კლიპში „ბენტლიში“ ვზივარ, რომელიც ჩემმა მეგობარმა მათხოვა. მონაწილეობს ძალიან მაგარი გოგო – ინგა Fon Cat. პროფესიით ვიზაჟისტია და ვიცი, რომ თავის საქმეში ძალიან მაგარია. გარეგნულად ძალიან მომწონს. საინტერესო ამბავი მაქვს იმასთან დაკავშირებით, როგორ მოხვდა ჩემს კლიპში (იღიმის). ვრცლად

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here