„სუხიშვილები“ „ბლექ სი არენაზე“ ახალი პროგრამიდან ცეკვებს წარადგენენ

0
1931

დღეს „ბლექ სი არენას“ და „სუხიშვილების“ ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართა. 15 ივლისს ანსამბლის კონცერტი „ბლექ სი არენაზე“ იქნება წარმოდგენილი. ტრადიციულ პროგრამასთან ერთად, მაყურებელს ექსკლუზიურად ექნება საშუალება, იხილოს ახალი პროგრამიდან „ცეკვა ქართული“ რამდენიმე ნომერი, მათ შორის ერთ-ერთი ნიაზ დიასამიძის „რქაწითელზე“ დადგმული ცეკვაა, სახელწოდებით „თამაში“. კიდევ ერთი ცეკვა „ოტობაია“ პირველად იქნება ნაჩვენები. „სუხიშვილები“ ამ პროგრამაზე სწორედ ახლა მუშაობენ.

ილიკო სუხიშვილმა ისაუბრა იმ პროგრამაზე, რომელსაც მაყურებელი „ბლექ სი არენაზე“ იხილავს. მისი თქმით, მათ პროგრამას განსაკუთრებული ტექნიკური აღჭურვა არ სჭირდება, თუმცა მოხარულები არიან, რომ ამ დარბაზში გამოსვლის შესახძლებლობა ეძლევათ.

ილიკო სუხიშვილი:

პროექტი „ცეკვა ქართული“ შეიცავს რამდენიმე კომპოზიციას. „ოტობაიას“ მელოდია ჩვენმა ორკესტრმა გააკეთა. მეორე ნიაზ დიასამიძის სიმღერა „რქაწითელია“, ორივე მელოდიაზე დავდგით ახალი ცეკვები და ძალიან გვაინტერესებს, როგორი იქნება მაყურებლის რეაქცია (იღიმის).

როგორც „ბლექ სი არენას“ დირექტორმა, ანი კავლელიშვილმა განაცხადა, ქართული კონცერტების სერია შეკვეთილში მდებარე სივრცეში სწორედ „სუხიშვილების“ კონცერტით გაიხსნება. ბილეთების ფასი, ანსამბლის ხელმძღვანელობის თხოვნით, ისეთია, რომ მას ყველა შესწვდება, 10-დან 60 ლარამდე, 60 ლარი ვიაპი ადგილები ღირს, რაც ამ ადგილებისთვის უპრეცედენტო ღირებულება გახლავთ. ბილეთები 28 ივნისიდან საიტზე tkt.ge გაიყიდება.

ნინო მურღულია

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here