“ისევ შევხვდებით, ოღონდ სად და როდის ჯერ წარმოდგენა არ გვაქვს“ – მიკი ჯეჯელავა

“ისევ შევხვდებით, ოღონდ სად და როდის ჯერ წარმოდგენა არ გვაქვს“ – მიკი ჯეჯელავა

ტელეწამყვანი, მიკი ჯეჯელავა სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს და მაყურებელს ემშვიდობება.

“ასე იწყებოდა ყველაფერი და რაც იყო, იყო ძალიან მაგარი. პირველ რიგში მადლობა მაყურებელს, რომელმაც შეგვიყვარა და ეს არ მოხდებოდა უმაგრესი გუნდის გარეშე, რომელიც ამ გადაცემაზე მუშაობდა. ისევ შევხვდებით, ოღონდ სად და როდის ჯერ წარმოდგენა არ გვაქვს არც ერთს, მაგრამ ვიცით, რომ აუცილებლად შევხვდებით  🖤“ – წერს ჯეჯელავა.

 

საკვანძო სიტყვები

TOP სიახლეები

Facebook

რეკლამა

[bsa_pro_ad_space id=1]

მსგავსი სიახლეები

„ვისთან ერთად იძინებთ?“ – რა უპასუხა მიშა გიორგაძემ ჟურნალისტის მოულოდნელ კითხვას

კულტურის მინისტრი, მიშა გიორგაძე „იმედის დილას“ ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის შესახებ სასაუბროდ ესტუმრა. გადაცემის ერთ-ერთმა წამყვანმა, გაბრიელ ნაპოლეონ ელბანომ მინისტრს ისეთი შეკითხვა დაუსვა, რომელმაც ის ძალიან გაამხიარულა. „ვისთან ერთად იძინებთ?“, ამ შეკითხვაზე მიშა გიორგაძემ ღიმილით უპასუხა.

რა ფოტოებს აქვეყნებს ნანიკო ხაზარაძე „იმედიდან“?

25 აპრილს ტელეკომპანია "იმედის" ორი გადაცემა დაიხურა. "იმედის დილის" და "დღის შოუს" წამყვანები, მაყურებელს პირდაპირ ეთერში დაემშვიდობნენ. როგორც „დღის შოუს“ წამყვანებმა ნანიკო ხაზარაძემ და ეკო ფანგანმა "მიუზიკ ბოქსს“ განუცხადეს, გადაცემების ფორმატი შეიცვალა და ცვლილებების მიზეზი სწორედ ეს გახდა. ცოტა ხნის წინ, ტელეწამყვანმა ნანიკო ხაზარაძემ "ფეისბუქის" პირად გვერდზე ფოტოები გაავრცელა წარწერით: "coming soon... (მალე)" ფოტოებზე ხაზარაძე კოლეგებთან - თორნიკე კვერენჩხილაძესა და ნიკა წულუკიძესთან ერთადაა ასახული. განახლებულ სტუდიაში მაგიდასთან სამი წამყვანი ზის, უკანა ფონზე კი იკითხება წარწერა "იმედის დღე", რაც სავარაუდოდ, ახალი გადაცემის სახელი იქნება.

“ძალიან გამიჭირდება ამ ადამიანების გარეშე მუშაობა“ – ეკო ფანგანი

ტელეკომპანია „იმედზე“ განხორციელებულ ცვლილებებს, რამდენიმე წამყვანი არ შეეწირა და ისინი არხთან თანამშრომლობას ისევ გააგრძელებენ. ასეთი წამყვანების რიცხვში მოხვდა მოდელი და ტელეწამყვანი, ეკო ფანგანი, რომელიც "დღის შოუს" მაყურებელს სასარგებლო რჩევებს აძლევდა. ინფორმაცია ამის შესახებ, "მიუზიკ ბოქსს“ ეკო ფანგანმაც დაუდასტურა.

მანიკა ასათიანი: “ვნახოთ ახალ სეზონზე რა მოხდება”

"იმედის დილა“ დღეს მაყურებელს დაემშვიდობა. ცნობილი გახდა, რომ არხის ფორმატის ცვლილებას გადაცემა შეეწირა და მას საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემა შეცვლის. წამყვანები მაყურებელს თავად დამეშვიდობნენ. ყველასთვის მოულოდნელი იყო, არხიდან მანიკა ასათიანის გაშვება, რომელიც მაყურებელს განსაკუთრებით უყვარდა. "მიუზიკ ბოქსი“ მას დაუკავშირდა:

მანიკა ასათიანი „იმედის დილას“ დაემშვიდობა – „დღეიდან ჩვენ უფრო გამოვიძინებთ…“

მანიკა ასათიანი „იმედის დილას“ ემშვიდობება. მან გადაცემისას გადაღებული უამრავი სელფი ერთ პოსტში გააერთიანა და გამოსამშვიდობებელ მინაწერთან ერთად სოცქსელში გამოაქვეყნა. მისი აზრით, „იმედის დილას“ ბევრი გულშემატკივარი ჰყავდა და გადაცემის დახურვის გამო ბევრს დასწყდება გული. „სელფები „იმედის დილიდან“!!! მეგობრებო, ის ყველაფერი, რასაც თქვენ ყოველ დილით უყურებდით „იმედის დილის“ ეთერში, ხვალიდან აღარ იქნება. იმდენი გულშემატკივარი და მაყურებელი გვყავდა, […]

რეკლამა