ლაშა ღლონტი ბაბუა გახდა

0
2332

მომღერალი ლაშა ღლონტი ბაბუა გახდა. მის ქალიშვილს, ანი ღლონტს ვაჟი შეეძინა. მომღერალი და ექიმი, ახლა უკვე ბაბუა, შვილიშვილის დაბადებით ბედნიერია და საკუთარ ემოციებს “მიუზიკ ბოქსს“ უზიარებს.

– ბიჭის ბაბუა გავხდი და ეს არის უდიდესი ბედნიერება. ანის ორი დღით ადრე უწევდა მშობიარობა, მაშინ მე საქართველოში არ ვიყავი და ამას ძალიან განვიცდიდი, მაგრამ ორი დღის დაგვიანებით დაეწყო მშობიარობა, ე.ი. ჩემი ბიჭი მე მელოდებოდა და ძალიან ბედნიერი ვარ ამით.

– რა დაარქვით პატარას?

– პატარას ჩემი სიძის მამის საპატივცემულოდ, დავარქვით მამუკა. პატარა მამუკა მაისურაძე 3400 გრამი და 51 სმ დაიბადა. უბედნიერესი ადამიანი ვარ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here