“ილო ბეროშვილის შოუ“ წამყვანმა დატოვა

0
4636

დღეს დილით ონლაინ-მედიაში გავრცელდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ „ილო ბეროშვილის შოუ“ წამყვანმა დატოვა. რა გახდა ამის მიზეზი, დეტალების გასარკვევად თავად ტელეწამყვანთან დაკავშირება ვცადეთ, მაგრამ ის სატელეფონო ზარებს არ პასუხობს. ბეროშვილამდე გადაცემა შალვა რამიშვილს მიყავდა, მაგრამ ტასო ბარნოვასთან არსებული დაპირისპირების შემდეგ, რამიშვილმა ტელეიმედთან თანამშრომლობა შეწყვიტა. „მიუზიკ ბოქსი“ ილო ბეროშვილის შოუს პროდუსერს, გიორგი ჯავახაძეს დაუკავშირდა:

– ილო ბეროშვილი ნამდვილად აღარ იქნება ამ გადაცემის წამყვანი, თავად წავიდა თუ გაუშვეს დეტალებზე ჯობია მას ესაუბროთ.

– ვინ წაიყვანს შოუს მის ნაცვლად?

– რამდენიმე კანდიდატთან გვაქვს უკვე მოლაპარაკება, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება არ მიგვიღია. ღამის შოუს ტიპის გადაცემა რჩება იმედზე, მაგრამ ვინ იქნება წამყვანი ჯერ უცნობია.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here