თაკო გაჩეჩილაძე: „ცხოვრებაში ბევრი განსაცდელი შემხვედრია, კარიერული თუ პირადი…“

0
1780

“ევროვიზიის“ ეროვნული კონკურსის ფინალი 20 იანვარს გაიმართება. 25 მონაწილიდან, რომელთა შორის შემსრულებლები და ჯგუფები არიან, ჟიური და მაყურებელი ერთობლივად შეარჩევს ერთს, რომელიც საქართველოს „ევროვიზიაზე“ წარადგენს.

წელს უპრეცედენტოდ ბევრი მონაწილეა, რომელთა შორის ცნობილი და ნაკლებად ცნობილი მომღერლები არიან. ერთ-ერთია მათ შორის თაკო გაჩეჩილაძე, რომელსაც „ფორტუნა“ კლიპის გადაღებაზე ეწვია და იმ მოლოდინების შესახებ მოვისმინეთ, რაც მომღერალს „ევროვიზიის“ წინ აქვს.

თაკო გაჩეჩილაძე:

ახლა ვიმყოფებით „ლეხაინდრაოს“ პავილიონში, სადაც რეჟისორ ზურა მენთეშაშვილთან ერთად ჩემი „ევროვიზიისთვის“ შექმნილ სიმღერაზე  Keep The Faith კლიპს ვიღებთ. 20 იანვრამდე ეს ვიდეო დღის სინათლეს ვერ იხილავს, ასეთია წესები. გვინდა, რაც სცენაზე მოხდება, საინტერესოდ გაფორმდეს, ანუ შოუ იყოს უფრო ლამაზი. ფილარმონიაში იქნება დიდი და ლამაზი ეკრანი და კლიპს სწორედ ამ ეკრანზე გავუშვებთ. ზურასთან პირველად არ ვმუშაობ. ის ჩემი მეგობარია. დიდი ხანია, ვიცნობთ ერთმანეთს… ვრცლად (ფოტოები)

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here