„იარტ გალერეაში“ 90-იანელი მხატვრის მამუკა ცუცქრირიძის პერსონალური გამოფენა გაიმართება

„იარტ გალერეაში“ 90-იანელი მხატვრის მამუკა ცუცქრირიძის პერსონალური გამოფენა გაიმართება

„იარტ გალერეა“ ფერმწერის, მოქანდაკისა და ხატმწერის მამუკა ცუცქირიძის  გამოფენას უმასპინძლებს. ეს შემოქმედის პირველი პერსონალური გამოფენა იქნება საქართველოში.

მამუკა ცუცქირიძე „90-იანელია“. მიღებული აქვს პროფესიული განათლება როგორც საქართველოში, ისე ფილადელფიაში (აშშ). სტუდენტობის პერიოდიდან აქტიურად მონაწილეობს გამოფენებსა და კონკურსებში, როგორც საქართველოში, ისე უცხოეთში.

მუშაობს დაზგური ფერწერის, დაზგური გრაფიკის და  ქანდაკების მიმართულებით. შესრულებული აქვს „ვარძიის“, „ატენის სიონის“ „უბისის“ ფრესკების ასლები. აქტიურ პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწევა დღემდე. დაფუძნებული აქვს საკუთარი სამხატვრო სტუდია „ფრესკა“, სადაც აკადემიურ სწავლებას 100-მდე მოზარდი გადის.

პერსონალურ გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება მისი ბოლო პერიოდში შექმნილი ფერწერული ნამუშევრები.

გამოფენა „იარტ გალერეაში“   30 ნოემბერს 18:00 სთ-ზე გაიხსნება  და 12 დეკემბრის ჩათვლით გასტანს.

 

ბიოგრაფია

მხატვარი მამუკა ცუცქირიძე დაიბადა თბილისში 1969 წელს 30 აგვისტოს.

1994 წელს დაამთავრა თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახ. სამხატვრო აკადემია.

1992/94 წწ სწავლობდა ფილადელფიის სამხატვრო აკადემიაში.

სტუდენტობის პერიოდიდან აქტიურად მონაწილეობს გამოფენებსა და კონკურსებში:

1991 წელს ჯგუფური გამოფენა „ქართული საეკლესიო მხატვრობა“ – მხატვრის სახლი;

1993/94 წლებში გაიმარჯვა 2 კონკურსში – საუკეთესო „პორტრეტი“  და საუკეთესო „ფიგურა“;

1994/95 წლებში მონაწილეობს ფილადელფიის,  ვაშინგტონისა და  ბოსტონის გამოფენებში  -კერძო გალერეებში;

1997 წელს ჯგუფური გამოფენა ქანდაკება – „პორტრეტი“ – გალერეა “TMS”-ში;

1998/99 წწ ჯგუფური საგაზაფხულო და საშემოდგომო გამოფენები;

2002/2012 წწ  მონაწილეობს  მხატვართა კავშირის,  გალერეების „ვანდა“, „შარდენი“ ლიტერატურისა და ხელოვნების მუზეუმების, ასევე გოეთეს ინსტიტუტის მიერ მოწყობილ  ჯგუფურ გამოფენებში;

2016 წელს მონაწილეობდა სხვადასხვა თაობის ცნობილ ქართველ მხატვართა „გამოფენა-აუქციონში“, როგორც 90–იანელთა წარმომადგენელი;

აქტიურად მუშაობს ხატწერაზე – შესრულებული აქვს „ვარძიის“ „ატენის სიონის“ „უბისის“ ფრესკების ასლები;

მამუკა ცუცქირიძე ნაყოფიერ პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწევა დღემდე:

1998/2006 წლებში ასწავლიდა თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახ. სამხატვრო აკადემიაში.

2005/06 წლებში მუშაობდა ამავე აკადემიაში, ხატვის დეპარტამენტის ხემძღვანელად. ამავე

წლებში, მისი ხელმძღვანელობით მოეწყო არაერთი „ვორქშოპი“, „მასტერკლასი“ დაგამოფენა;

2015 წელს დააფუძნა ლევან ცუცქირიძის სახელობის ბავშვთა და მოზარდთა სამხატვრო სტუდია „ფრესკა“  და მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ახალგაზრდა თაობის აღზრდის საქმეში.

მამუკა ცუცქირიძე აგრძელებს აქტიურ შემოქმედებით და პედაგოგიურ მოღვაწეობას. მისი ნამუშევარი, დაცულია თბილისის ხელოვნების მუზეუმში.

სიახლეები/

|

November 28, 2017 / 4:48 pm

საკვანძო სიტყვები

TOP სიახლეები

ელტონ ჯონი „ბლექ სი არენაზე“ შოუებს აანონსებს

ლეგენდარული მუსიკოსი ელტონ ჯონი „ბლექ სი არენაზე“ „სოლოს“ მოწვევით და „ისთერნ ფრომოუშენსის“ ორგანიზებით, ორ კონცერტს გამართავს. შეგახსენებთ, რომ კონცერტები ჯერ კიდევ წინა წელს იყო დაგეგმილი, თუმცა შოუს მუსიკალური ხელმძღვანელის დაშავების გამო გადაიდო, ახლა კი დანამდვილებით ვიცით, რომ ერთ-ერთი საუკეთესო ბრიტანელი მუსიკოსი საქართველოში მოდის. მან თავისი კონცერტები „ბლექ სი არენაზე“ „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე დააანონსა, გარდა ამისა, […]

მარიშკა ჯავახაძის ინტერვიუ – რატომ შეცვალეს „ჩცდ“-ში სხვა მსახიობით

მარიშკა ჯავახაძე „ჩემი ცოლის დაქალებში“ აღარ თამაშობს. ბარბარიკას როლი თაკო კორინთელმა მოირგო, მაყურებელმა უკვე იხილა მისი შესრულებული ბარბარიკა, როლი ასევე შეაფასა თავად მარიშკამაც. Fortuna.ge-სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში მარიშკამ იმ მიზეზზე ისაუბრა, რის გამოც სერიალის დატოვებამ მოუწია. მარიშკა ჯავახაძე: ეს ამბავი გამოიწვია ჩემმა პირადმა პრობლემამ, როგორც ეს „ჩემი ცოლის დაქალების“ გვერდზე იყო აღნიშნული. ერთ-ერთ საღამოს, კვირაზე მეტი […]

აჩი ფურცელაძის რომანტიკული არდადეგები ახალ რჩეულთან ერთად

აჩი ფურცელაძის მომავალი მეუღლე ელენე დუმბაძეა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში მცირე ხნის წინ თავად დაწერა. ელენესთან ერთად ახლახან რომანტიკული ფოტოები გამოაქვეყნა. წყვილი დასასვენებლად შარმ-ელ-შეიხში იმყოფება, სადაც დროს აშკარად სასიამოვნოდ ატარებენ. შეგახსენებთ, რომ გარკვეული პერიოდის წინ აჩი მოსკოვიდან დაბრუნდა და ახლა საქართველოში მუშაობს. მომღერალმა ინტერვიუებში არაერთხელ აღნიშნა, რომ დიდი სურვილი აქვს, ტელეეკრანს დაუბრუნდეს. (ფოტოები)

Facebook

რეკლამა

[bsa_pro_ad_space id=1]

მსგავსი სიახლეები

„რაინდები  ფშავ-ხევსურეთიდან“- ანდრო სემეიკოს გამოფენა

„რაინდები ფშავ-ხევსურეთიდან“ – ამ სახელწოდებით ანდრო სემეიკოს გამოფენა იმართება ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმში.  გამოფენა შექმნილია მწერალ ანა კორძაია- სამადაშვილთან და დიზაინერ მანანა ანთელიძესთან თანამშრომლობით. პროექტი განიხილავს ვაჟა-ფშაველას ცხოვრებასა და შემოქმედებას, როგორც მნიშვნელოვან გზავნილს საქართველოსა და მსოფლიოსთვის სოციალურ და პოლიტიკურ ასპექტებთან დაკავშირებით. ვაჟა-ფშაველას ცხოვრებისა და ლიტერატურის მუზეუმში დაცული პირადი ნივთების შესწავლისას სემეიკომ და კორძაია-სამადაშვილმა არჩევანი შეაჩერეს […]

რეკლამა