33.8 C
Tbilisi
Monday, August 1, 2022

„არასოდეს დაიძინო თავდაყირა“ – ტატო ახალკაციშვილის სოლოშოუ

გალერეა „ერთი“ ტატო ახალკაციშვილის სოლოშოუს „არასოდეს დაიძინო თავდაყირა“ მასპინძლობს. გამოფენა გაიმართება 2 დეკემბრიდან 15 იანვრამდე. გამოფენაზე წარმოდგენილია მულტიმედიური ინსტალაცია, რომელიც გალაქტიკის ასოციაციას ქმნის. მულტიმედიური ინსტალაციებითა და ფერწერული ნამუშევრებით, რომლებიც წარმოადგენენ ბუნდოვანი ქორიზონტის მქონე, მისტიკური და სიურრელისტური განწყობის პეიზაჟებს, ხელოვანი ცდილობს ასახოს პირადი ტრანსცენდენტული განცდები და ფსიქოლოგიური მდგომარეობები, რომლებიც  თან სდევს ეგზისტენციალურ საკითხებზე დაფიქრებას.
ინსტალაცია „ამანიტა მუსკარია“ შიშისგან გათავისუფლებული ადამიანის შესაძლებლობების დუალისტური და უტოპიური მდგომარეობაა, რა დროსაც არ არსებობს არანაირი საზღვარი, ტრაექტორია თუ გზა…
ტატო ახალკაციშვილი დაიბადა 1979 წელს. 2003 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია. 2006 წლამდე არტისტი ცხოვრობდა და მუშაობდა გერმანიაში. ამ პერიოდში ტატოს ნამუშევრები აქტიურად იფინებოდა ევროპაში, ტოკიოსა და ამერიკაში. გალერეა „ერთი“-სთან თანამშრომლობით მხატვარი აქტიურად მონაწილეობს საერთაშორისო არტბაზრობებზე ევროპაში. 2018 წელს გალერეა ტატო ახალკაციშვილის ნამუშევრებს წარადგენს ისეთ პრესტიჟულ გამოფენებზე, როგორებიცაა „არტ ჟენევა“ და „არტ დუბაი“.

Latest Posts

ბოლო სიახლეები