ია ფარულავა სამეფო ქორწილში ქართველი ჟურნალისტების ჩაცმულობას აკრიტიკებს

0
2244

ია ფარულავა ხუან იოანე ბაგრატიონისა და ქრისტინე ძიძიგურის ქორწილს დაესწრო. როგორც ჩანს, მსახიობი ყველას ჩაცმულობით მოიხიბლა, ქართველი ჟურნალისტების გარდა.

ია წერს, რომ ვიღაცას უნდა მოეთხოვა ქართველი ჟურნალისტებისთვის, შესაბამისად გამოწყობილიყვნენ.

იას შეფასება ასეთია:

„ულამაზეს ქორწილში ვიყავი, სადაც ვიხილე ულამაზესი წყვილი ქრისტინე და ხუანი <3. ნაღები საზოგადოება ევროპიდან და საქართველოდან და რა თქმა უნდა, იყო ესპანური პრესა – სპეციალურად ჩამოსული ამ ქორწილის გასაშუქებლად. ულამაზესად ჩაცმული შესაფერისი პროტოკოლით და იყო ჩვენი პრესაც… ჯინსებში, ბოტასებში, გახუნებულ მაისურებში… მაგარი მურტალი სანახავი იყო, ვიღაცას უნდა ეთხოვა მათთვის ჩაცმის პროტოკოლი, ალბათ?“

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here