24.8 C
Tbilisi
Friday, August 5, 2022

ნანკა კალატოზიშვილი კახი კალაძეს: „ეს არის სიცოცხლის სავსე ქალაქი?!.“

ნანკა კალატოზიშვილი აქტიური პოსტებით გამოირჩევა ქალაქის პრობლემებთან დაკავშირებით. ნანკა ხშირად აქვეყნებს მოსაზრებებს გამონაბოლქვის მავნებლობაზე, ვნახეთ მისი ფოტო, სადაც ის თბილისში პირბადით გადაადგილდებოდა, ახლა კი მან გადაწყვიტა, წამოჭიმული შენობების თემასაც შეეხოს. მან „პანორამა თბილისის“ ფოტო გამოაქვეყნა და კახი კალაძეს მიმართა: „ეს არის სიცოცხლით სავსე ქალაქი? კახა კალაძე, რატომ? აი, მართლა რატომ ასეთი ზიზღი ამ ქალაქის?“

ნანკას დაუწერეს, რომ „პანორამას“ აშენება კახი კალაძის დროს არ დაუწყიათ. ერთ-ერთი კომენტარის ავტორი კი აღნიშნავს, რომ თბილისი არა სიცოცხლით, არამედ ბეტონით სავსე ქალაქია.

ნანკა ასე ეხმაურება არაერთ კომენტარს მის პოსტზე:

„ხო, ნუ, კალაძის დროს ვერ აშენდებოდა ერთ წელიწადში, ყველამ ვიცით, მაგრამ ხო არსებობს და აძლევენ უფლებას ასეთ მშენებლობებს, უგულავა იქნება, კალაძე თუ ნარმანია. და არ დამთავრდა ქალაქის გაუპატიურება ყოველდღიური, წლიური თუ როგორც გნებავთ. ამიტომ მნიშვნელობა არა აქვს, ვის დროს აშენდა. დგას და სახეცვლილებას არც აპირებს და ეს მოქმედ მერს თუ არა, ვის ვკითხო, როგორ ვაქციოთ რეალობაში სიცოცხლით სავსე ქალაქად, მარტო სიტყვები რომ არ იყოს…“

Latest Posts

ბოლო სიახლეები