გიორგი მიქაძის უნიკალური პროექტი „Voisa“ „ბლექ სი არენაზე“ 4 აგვისტოს გაიმართება

გიორგი მიქაძის უნიკალური პროექტი „Voisa“ „ბლექ სი არენაზე“ 4 აგვისტოს გაიმართება

4 აგვისტოს, Check In Georgia-ს ფარგლებში, „ბლექ სი არენა“ წარმოგიდგენთ აშშ-ში მოღვაწე ბრწყინვალე ქართველი პიანისტისა და კომპოზიტორის, გიორგი მიქაძის პროექტს „ვოისა“. კონცერტი ეძღვნება საქართველოს დამოკიდებლობის 100 წლის იუბილეს.

VOISA არის უნიკალური პროექტი, რომლითაც საქართველო მსოფლიომ გაიცნო.

ის ქართულ ფოლკლორსა და თანამედროვე მუსიკალურ მიმართულებებს საინტერესოდ აერთიანებს და ერთნაირად არის მიმზიდველი როგორც ქართველი, ისე უცხოელი მსმენელისთვის.

მისი პრეზენტაცია 2016 წელს ნიუ იორკში, პრესტიჟულ საკონცერტო სივრცეში Shape Shifter Lab შედგა, 2017 წლის 14 ივნისს კი ფართო საზოგადოებას პეკინის საკონცერტო დარბაზში წარუდგინეს.

კავკასიის რეგიონის ყველაზე მასშტაბური და პრესტიჟული საკონცერტო დარბაზის, „ბლექ სი არენას“ სცენაზე წარდგებიან პროექტის ავტორი, გიორგი მიქაძე, ანსამბლი „ბასიანი“ და All-Star Band-ი რეიდარ ელისის, ანტუან კატსის, შაჰარ ელნათანის, ზაკ მალინსის, ფერნანდო საჩის, დიტო საკანდელიძის და რონი ეითანის შემადგენლობით. პროექტის ნოვატორული დადგმა ხორციელდება ბასა ფოცხიშვილის რეჟისურით.

კარის გახსნა: 19:00

დასაწყისი: 21:00

სიახლეები/

|

July 16, 2018 / 4:21 pm

TOP სიახლეები

ნანი ბრეგვაძისა და სტეფანეს ახალი კლიპი გამოვიდა (ვიდეო)

ნანი ბრეგვაძისა და სტეფანეს ახალი კლიპი სიმღერაზე „ისევ წვიმს“ (კომპოზიტორი: ვაჟა აზარაშვილი, ვერსია: ნიკოლოზ რაჭველი) გუშინ „ნანუკას შოუში“ აჩვენეს. პრემიერის შემდეგ ვიდეორგოლი სტეფანეს ოფიციალური „იუთუბის“ გევრდზე აიტვირთა. გადაღებები სამი ღის განმავლობაში მიმდინარეობდა, რეჟისორი გახლავთ ზაზა ორაშვილი. კლიპს გუშინ საღამოდან უამრავი გაზიარებ აქვს სოციალურ ქსელში. (ვიდეო)

9 აპრილისთვის „ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტები“-ს ახალი ვერსია იწერება (ფოტოები)

წელს 9 აპრილის ტრაგედიიდან 30 წელი სრულდება, აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით “ბრავო რექორდსში” 25 ახალგაზრდა ქართველი მომღერალი ტრაგედიისადმი მიძღვნილი სიმღერის ,,ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტები” – ახალი ვერსიის ჩაწერაზე მუშაობს. 1989 წელს მორის ფოცხიშვილის ტექსტზე შექმნილი ჯემალ სეფიაშვილის სიმღერას, ქართველი მომღერლები: თამარ გვერდწითელი, ნანი ბრეგვაძე, გოგი დოლიძე, მედეა ძიძიგური, ბუბა კიკაბიძე, ეკა მამალაძე, ეკა კახიანი, ეკა კვალიაშვილი, მერაბ […]

რატი დურგლიშვილი მაკა ზამბახიძესთან ერთად კვლავ იმღერებს (ვიდეო)

რატი დურგლიშვილი და მაკა ზამბახიძე კვლავ გაერთიანდნენ და ამჯერად მაკას სოლოკონცერტზე, „დორსში“, 22 მარტს წარდგებიან მსმენელის წინაშე. დუეტი „ჯორჯია“ არ აღდგა, რადგან სოლომომღერლები ცალ-ცალკე წარმატებით აგრძელებენ კარიერას, თუმცა მაკა ზამბახიძის წინა კონცერტზე ერთად სამი სიმღერა შეასრულეს, ახლა კი მთელ სეტს დაუთმობენ საკუთარ რეპერტუარს ბენდ „ნონსტოპთან“ ერთად. შესრულდება ის კომპოზიციები, რომლებიც „ჯორჯიას“ რეპერტუარიდან ასე ძალიან უყვარს […]

Facebook

რეკლამა

მსგავსი სიახლეები

გიორგი მიქაძე კალიფორნიაში „პორშეს“ 60 წლის საიუბილეო ღონისძიებაზე წარდგება

გიორგი მიქაძე – ჯაზისა და პოპმუსიკის ამომავალი ვარსკვლავი საქართველოდან, ბერკლის და მანჰეტენის აკადემიების კურსდამთავრებული, ამავე პრესტიჟული მუსიკალური სასწავლებლის მიწვეული პროფესორი, ჯაზის მაგისტრი და „იამაჰას“ ოფიციალური ჯაზარტისტი, უამრავი საინტერესო პროექტის ავტორი, ხვალ კალიფორნიაში „პორშეს“ საიუბილეო გრანდიოზულ ივენთზე წარდგება. ყველაზე პრესტიჟული ავტომობილის ტიტულის მქონე კომპანია „პორშე“ წელს 60 წლის საიუბილეო თარიღს გრანდიოზული ღონისძიებებით აღნიშნავს. საზეიმო მიღება და კონცერტი გაიმართება […]

ფესტივალი „საჩუქარი“ 18 ოქტომბრიდან 16 ნოემბრამდე გაიმართება

Check in Georgia-ს მხარდაჭერით ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი „საჩუქარი” 18 ოქტომბრიდან 16 ნოემბრამდე გაიმართება.ერთი თვის განმავლობაში მაყურებელს შესაძლებლობა ექნება დაესწროს მსოფლიო სახელოვნებო შედევრებს სხვადასხვა ქვეყნიდან. 2018 წლის პროგრამა კი ოფიციალურად გაიხსნება „ნორვეგიული კულტურის ფოკუსის“ პრეზენტაციით. მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი „საჩუქარი“ 1997 წელს დაფუძნდა საქართველოში, ქართული სახელმწიფოს, საერთაშორისო დირექტორატის საბჭოს და ქალბატონი ქეთი დოლიძის მიერ. […]

მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის გახსნა „ბლექ სი არენაზე“ – სანახობა, რომელმაც გულგრილი არავინ დატოვა

43-ე მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის გახსნა საქართველოში შეკვეთილში მდებარე „ბლექ სი არენაზე“ 23 სექტემბერს გაიმართა. მას 180-ზე მეტი ქვეყნიდან 4000 დელეგატი ესწრებოდა, ქართველ მაყურებელთან ერთად. საზეიმო გახსნა „პირველი არხის“ პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა. საჭადრაკო ოლიმპიადის გახსნა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი მოვლენა გახლდათ და მისი მაღალ დონეზე ჩატარება ორგანიზატორების უპირველესი მიზანი იყო. გახსნისთვის მზადება დიდი ხნით ადრე დაიწყო. ღონისძიების ორგანიზატორები […]

განახლებული “ჩხიკვთა ქორწილი” “ბლექ სი არენაზე” ანშლაგით გაიმართა

წარმოდგენის დილას, 28 აგვისტოს, საიტზე, სადაც განახლებული “ჩხიკვთა ქორწილის” ბილეთები იყიდებოდა, არც ერთი ბილეთი აღარ იყო დარჩენილი. ანსამბლ “ივერიისგან”, რომელიც წელს 50 წლის გახდა, ანშლაგები არავის უკვირს, თუმცა რამდენიმეათასიანი არენის შევსება თავად მისი ხელმძღვანელობისთვისაც საამაყო აღმოჩნდა. ცნობილი მიუზიკლი არენის სცენაზე პირველად დაიდგა. განახლებული შეფუთვით, კოსტიუმებითა და რაც მთავარია, ძველ ივერიელებთან ერთად, ახალი მონაწილეებით. მთავარ, ქეთევანის […]

მსოფლიო ლეგენდების კონცერტებს „ბლექ სი არენაზე“ დაახლოებით 35 000 ადამიანი დაესწრო

საქართველოს კულტურის მინისტრის მრჩევლის, კახა კანდელაკის ინფორმაციით, მაისი-ივლისის პერიოდში, „ბლექ სი არენაზე“ ჩატარებულ კონცერტებს ჯამში დაახლოებით 35 000 ადამიანი ადამიანი დაესწრო. როგორც კახა წერს საკუთარი „ფეისბუქის“ გვერდზე: „LEGENDS in GEORGIA 2018: 35 000 ადამიანზე მეტი დაესწრო კონცერტებს, მაისი-ივლისის პერიოდში გურიაში;)“ საუბარია მსოფლიო ლეგენდების კონცერტებზე. შეგახსენებთ, რომ „ჩექ ინ ჯორჯიას“ ფარგლებში, 19 მაისს, „ბლექ სი არენას“ […]

რეკლამა