ნანი ბრეგვაძისა და კრის ბოტის კონცერტი „ბლექ სი არენაზე“ 16 აგვისტოს გაიმართება

0
1435

მთელი აგვისტოს განმავლობაში შეკვეთილში მდებარე „ბლექ სი არენა“ ქართველ არტისტებს უმასპინძლებს საინტერესო პროექტებით და კოლაბორაციებით უცხოელ შემსრულებლებთან. ერთ-ერთი საინტერესო კონცერტი მელომანებს და ქართული სიმღერის მოყვარულებს გველოდება 16 აგვისტოს. არენის სცენაზე ქართული სცენის დედოფალი, ნანი ბრეგვაძე წარდგება საქართველოს ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან ერთად. რასაკვირველია, ორკესტრს ნიკოლოზ რაჭველი უდირიჟორებს, რომლის მიერ შექმნილ ორიგინალურ ვერსიებსაც მოვისმენთ ცნობილ ქართულ სიმღერებზე. „ბლექ სი არენაზე“ დაგეგმილ კონცერტში, ნანი ბრეგვაძესთან ერთად, მონაწილეობას მიიღებენ ეკა მამალაძე და ნატალია ქუთათელაძე, ასევე  სტეფანე მღებრიშვილი და ნინო ქათამაძე მიიღებენ.

კონცერტის სპეციალური სტუმარი გახლავთ „გრემის“ მფლობელი ამერიკელი მესაყვირე, კრის ბოტი, რომელიც ორკესტრთან ერთად რამდენიმე კომპოზიციას შეასრულებს, ასევე იქნება დუეტი ნანი ბრეგვაძესთან ერთადაც.

ბილეთები უკვე იყიდება საიტზე tkt.ge

აღსანიშნავია, რომ კონცერტი „ჩექ ინ ჯორჯიას“ ფარგლებში იმართება და ეძღვნება საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილეს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here