გიორგი ხაბურზანია და დემნა ჯაფარიძე უკვე „იმედში“ არიან – „რუსთავი 2“ საერთაშორისო პროექტების პროდიუსერების გარეშე დარჩა

გიორგი ხაბურზანია და დემნა ჯაფარიძე უკვე „იმედში“ არიან – „რუსთავი 2“ საერთაშორისო პროექტების პროდიუსერების გარეშე დარჩა

გამართლდა ჭორები იმასთან დაკავშირებით, რომ „რუსთავი 2“ საერთაშორისო გასართობი პროდიუსერების, გიორგი ხაბურზანიასა და დემნა ჯაფარიძის გარეშე დარჩნენ. პროდიუსერები უკვე „იმედში“ არიან და იქ ოფიციალურად გამოჩნდნენ ნატალია მახვილაძესთან ერთად. შეგახსენებთ, „კურიერის“ ჟურნალისტმა საინფორმაციო პროგრამა და არხი მცირე ხნის წინ დატოვა. ახლახან ნატალიამ გამოაქვეყნა ფოტო, სადაც ადგილმდებარეობაში ტელეკომპანია „იმედი“ აქვს მითითებული, ფოტოზე კი დემნასა და გიორგისთან ერთად არის გადაღებული.

ფოტოს „კურიერის“ ჟურნალისტი ნათია გოგსაძე გამოეხმაურა და დაწერა: „შეიკრიბეთ? დანიშნულების ადგილი შეგეშალა ხომ, ნატა?“,

ფოტოს სხვა სახის კომენტარებიც მოჰყვა:

„თქვენ რა ნაწილ-ნაწილ იპარებით „რუსთავი 2“-იდან“.

„მგონი, „რუსთავი 2“-მა მდებარეობა შეიცვალა“

„არადა, როგორი ჩემები ხართ…“

#დემნანატაგიორგი

Posted by Natalia Makhviladze on 2017 წლის 10 ივლისი, ორშაბათი

სიახლეები/

|

July 11, 2017 / 12:25 pm

TOP სიახლეები

ნიკა გვარამია „საქართველოს ვარსკვლავს“ ჩინურ „მხოლოდ ქართულს“ უწოდებს – რას პასუხობს პროექტის წარმომადგენელი

ნიკა გვარამია „საქართველოს ვარსკვლავს“ აკრიტიკებს. მისი არხის ყოფილი მთავარი პროდიუსერების, დემნა ჯაფარიძისა და გიორგი ხაბურზანიას პროექტი, რომელიც ამჟამად „პირველ არხზე“ გადის და „ევროვიზიისთვის“ ქართველ კონკურსანტს არჩევს, გვარამიას აზრით, „მხოლოდ ქართულის“ ჩინური ვერსიაა. გთავაზობთ „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის პოსტს ამ თემაზე: „მხოლოდ ქართული” made in China სირცხვილი და თავის მოჭრა. “საქართველოს ვარსკვლავი” კი არა, “მხოლოდ ფანდური” […]

ია ფარულავა ძველ სლოგანს იხსენებს: „ვისაც რისი *რაკი გვაქვს ის გვაცვია“

მსახიობი, ია ფარულავა კვლავ არ ერიდება თამამი განცხადებების გაკეთებას და სოციალური ქსელის მეშვეობით იმ ადამიანებს ეხმაურება, რომლებიც მის მიმართ ჩაცმულობის გამო კრიტიკულები არიან. მსახიობი აღნიშნავს, რომ საზოგადოების ნაწილი მას ჭკუას არიგებს: „ჭკუას მარიგებენ – ამდენი ყვავილები სამოსზე ამდენი გუჩი და დოლჩე არ გინდა ტეხავს-ო ვინ გეკითხებათ ნეტა? ალბათ, დაგავიწყდათ ჩემი ძველი სლოგანი – ვისაც რისი […]

ოთო ნემსაძე „დორსში“ 21 ტებერვალს კონცერტს გამართავს

ოთო ნემსაძე „დორსში“ კონცერტს მართავს. ღონისძიება 21 თებერვალს, საღამოს ათ საათზეა დაგეგმილი. კონცერტის წამყვანი ნანკა კალატოზიშვილი იქნება. ოთოს სცენაზე შეუერთდებიან მომღერლები და კოლეგები, ნოდიკო ტატიშვილი, სალომე ბაკურაძე, თიკა ამხალდიანი, გოგა მესხი, ზურა მოსიავა, მებო ნუცუბიძე. ოთო შეასრულებს სიმღერებს საკუთარი რეპერტუარიდან, ასევე მსოფლიო ჰიტებს. შეგახსენებთ, რომ ოთო ამჟამად „საქართველოს ვარსკვლავში“ მონაწილეობს და „ევროვიზიის“ საგზურისთვის იბრძვის. მუსიკალური […]

Facebook

რეკლამა

მსგავსი სიახლეები

„მხოლოდ ქართულის“ 3 საუკეთესო ნომერი – თბილისის ტური

9 ნოემბერს, „რუსთავი 2“-ის ეთერში, პოპულარული შოუს, „მხოლოდ ქართულის“ თბილისის შესარჩევი ტური გავიდა. ჩვენ სამი ნომერი ამოვარჩიეთ, რომლებსაც ყველაზე მეტი გამოხმაურება მოჰყვა. გიორგი კელაპტრიშვილი კელაპტრიშვილების ცნობილი მუსიკალური გვარის შთამომავალია. როგორც თავად აღნიშნა, თავს მუსიკას უძღვნის. როგორც მარინა ბერიძემ აღნიშნა, მისი ხმა ჯერ კიდევ გასახსნელია, მაგრამ ინტუიციით გრძნობს, რომ გიორგი ძალიან კარგად აითვისებს და ისწავლის ყველაფერს. […]

„რუსთავი 2“-ზე მხოლოდ პოლიტიკა არაა, „რუსთავი 2“-ზე მხოლოდ ქართულია“ – ტელეპროექტი იწყება

„მხოლოდ ქართული“-ს მეორე სეზონი ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში 5 ნოემბრიდან გამოჩნდება. ვიდეოანონსი, სადაც უკვე ჩანს კონკრეტული მონაწილეები, არხის ეთერში და სოციალურ ქსელში უკვე გამოჩნდა. როგორც სოფო ნიჟარაძე წერს: „რუსთავი 2-ზე მხოლოდ პოლიტიკა არაა რუსთავი 2-ზე მხოლოდ ქართულია 5 ნოემბრიდან ❤️ უყურეთ და ისიამოვნეთ“. შეგახსენებთ, რომ მუსიკალური ტელეპროექტის პირველმა სეზონმა დიდი წარმატებით ჩაიარა და მისი გამარჯვებული უნიჭიერესი გოგონა, […]

გიორგი ხაბურზანია და დემნა ჯაფარიძე პროექტებს რამდენიმე ტელევიზიისთვის მოამზადებენ

ცნობილმა ტელეპროდიუსერებმა დემნა ჯაფარიძემ და გიორგი ხაბურზანიამ ახალი სეზონისთვის რამდენიმე არხთან მოლაპარაკებები დაიწყეს. ისინი თავიანთი, ახლა უკვე დამოუკიდებელი ფროდაქშენის კომპანიის „ნოვას“ სახელით სხვადასხვა ტელეპროექტებს მოამზადებენ. მოლაპარაკებები ჯერჯერობით დასრულებული არ არის. გავრცელდა ინფორმაცია, რომ „პირველ არხს“ „ნოვა ფროდაქშენსი“ „იქს ფაქტორს“ შესთავაზებს, თუმცა, როგორც „ფორტუნამ“ შეიტყო, ეს სიმართლეს არ შეესაბამება და „პირველ არხთან“ მოლაპარაკებები სხვა პროექტს შეეხება. […]

ნანუკა ჟორჟოლიანი „რუსთავი 2“-ის ყოფილი პროდიუსერების შესახებ: „ძალიან გამიხარდა ეს ამბავი…“

„რუსთავი 2“-ის ყოფილი პროდიუსერების, დემნა ჯაფარიძესა და გიორგი ხაბურზანიას „იმედმა“ კონტრაქტი აღარ გაუგრძელა. ისინი „რუსთავი 2“-ის კონკურენტ არხზე თავიანთი პროექტებით, „ნიჭიერითა“ და „იქს ფაქტორით“ გასული წლის ივლისში გადავიდნენ. არასაკმარისი რეიტინგის გამო ტელეარხმა ერთი წლის თავზე მათ კონტრაქტი აღარ გაუგრძელა. არსებული ინფორმაციით, პროდიუსერები აპირებენ, „ნიჭიერი“ მაინც შესთავაზონ „იმედს“, თუმცა არც ჯაფარიძე და არც ხაბურზანია საქართველოში არ […]

„მხოლოდ ქართული“ დაიწყო – „ჩვენ გავაკეთეთ ის, რაც ძალიან მოენატრა ქართველ მსმენელს…“

„რუსთავი 2“-ის ეთერში ახალი მუსიკალური შოუ დაიწყო, სადაც „მხოლოდ ქართულს“ გიმღერებენ. გადაცემის კასტინგების პროცესის პირველი ნაწილი ეთერში გუშინ, 2 აპრილს გავიდა. ვიხილეთ ქართული სიმღერის კარგი, საშუალო და არცთუ კარგი შემსრულებლები. ჟიურის წევრების, მარინა ბერიძის, სოფო ნიჟარაძისა და გიორგი უშიკიშვილის კომენტარებზეც ვიხალისეთ, როცა ისეთ სიმღერებს ვისმენდით, აქამდე რომ არ მოგვისმენია. Fortuna.ge „ასა ჰოლში“ პროექტის პირველ ჩვენებას […]

რეკლამა