გიორგი ხაბურზანია და დემნა ჯაფარიძე უკვე „იმედში“ არიან – „რუსთავი 2“ საერთაშორისო პროექტების პროდიუსერების გარეშე დარჩა

0
4141

გამართლდა ჭორები იმასთან დაკავშირებით, რომ „რუსთავი 2“ საერთაშორისო გასართობი პროდიუსერების, გიორგი ხაბურზანიასა და დემნა ჯაფარიძის გარეშე დარჩნენ. პროდიუსერები უკვე „იმედში“ არიან და იქ ოფიციალურად გამოჩნდნენ ნატალია მახვილაძესთან ერთად. შეგახსენებთ, „კურიერის“ ჟურნალისტმა საინფორმაციო პროგრამა და არხი მცირე ხნის წინ დატოვა. ახლახან ნატალიამ გამოაქვეყნა ფოტო, სადაც ადგილმდებარეობაში ტელეკომპანია „იმედი“ აქვს მითითებული, ფოტოზე კი დემნასა და გიორგისთან ერთად არის გადაღებული.

ფოტოს „კურიერის“ ჟურნალისტი ნათია გოგსაძე გამოეხმაურა და დაწერა: „შეიკრიბეთ? დანიშნულების ადგილი შეგეშალა ხომ, ნატა?“,

ფოტოს სხვა სახის კომენტარებიც მოჰყვა:

„თქვენ რა ნაწილ-ნაწილ იპარებით „რუსთავი 2“-იდან“.

„მგონი, „რუსთავი 2“-მა მდებარეობა შეიცვალა“

„არადა, როგორი ჩემები ხართ…“

https://www.facebook.com/photo.php?fbid=10211238360293759&set=a.4272219522666.2157341.1201490898&type=3&theater

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here