ქართველი ბარიტონის, ლადო ათანელის, ვარსკვლავის გახსნის ცერემონია გაიმართა

0
2087

თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრში ქართველი ბარიტონის, ლადო ათანელის საღამო გაიმართა, სადაც სცენები ოპერებიდან „ბედის ძალა“ და „ტოსკა“ შესრულდა. ცნობილ მომღერალს პარტნიორობას იანო ალიბეგაშვილი და ბადრი მაისურაძე, თბილისის ოპერის თეატრის სოლისტი, ლადო ათანელის კონკურსის გამარჯვებული, არმაზ დარაშვილი, სტაჟიორი, გიორგი ჭელიძე და ოპერის გუნდის მსახიობი, იური ასლანიშვილი უწევდნენ. კონცერტში ასევე მონაწილეობდნენ თბილისის ოპერის გუნდი და ორკესტრი, მაესტრო ზაზა აზმაიფარაშვილის ხელმძღვანელობით.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here