გიორგი ბოჭორიშვილისა და ეკა დემეტრაძის ქორწინება დასრულდა

გიორგი ბოჭორიშვილისა და ეკა დემეტრაძის ქორწინება დასრულდა

მსახიობების, გიორგი ბოჭორიშვილისა და ეკა დემეტრაძის რამდენიმეწლიანი ქორწინება დასრულდა. ამის შესახებ გადაცემა „ანფასის“ ანონსიდან გახდა ცნობილი, სადაც გიორგი ბოჭორიშვილმა ამ თემაზე წამყვანის მიერ დასმულ შეკითხვას უპასუხა.

„რომელიღაცა შედგება და რომელიღაცა ვერ შედგება. მირჩევნია, მე შევდგე, ვიდრე ჩემი ცოლი მსახიობი. არა როგორც ცოლ-ქმარი, მაგრამ როგორც ორი მსახიობი, ერთმანეთს ბევრ რამეში დავეხმარეთ“ – ამბობს ანონსში მსახიობი.

გიორგისა და ეკას დიდი ხნის ურთიერთობა აკავშირებთ. წყვილის ვაჟი, თომა, უკვე 7 წლისაა. მსახიობები ერთ სერიალში „ჩემი ცოლის დაქალები“ მონაწილეობდნენ, თუმცა ერთმანეთთან გადაღებებზე შეხება არ ჰქონიათ. მცირე ხნის წინ გავრცელდა ხმა, რომ წყვილი ერთად აღარ არის. ეს ჭორი გიორგი ბოჭორიშვილმა „ანფასში“ სტუმრობისას დაადასტურა.

სიახლეები/

|

January 20, 2017 / 1:56 pm

TOP სიახლეები

Thirty Seconds to Mars-ის სტუმრობა საქართველოში და კონცერტი, რომელიც უამრავ თაყვანისმცემელს დაამახსოვრდა

რეჟისორი, მსახიობი და მუსიკოსი – ჯარედ ლეტო მრავალპროფილიანი არტისტია, რომელსაც შინ “ოსკარიც” უდევს და ძმასთან ერთად წლების წინ ჩამოყალიბებული როკბენდით Thirty Seconds to Mars მთელ მსოფლიოში კონცერტებით მოგზაურობს, სიამოვნებით ურთიერთობს თაყვანისმცემლებთან, მათთან ერთად ცეკვავს სცენაზე, სადაც თავად უხმობს კონცერტებისას, საინტერესო ფესტივალებში მონაწილეობს, სადაც უამრავ ადამიანთან ურთიერთობის საშუალება აქვს, მათთან ერთად მედიტირებს და მუსიკის ენაზე საუბრობს. […]

ლელა წურწუმიას კონცერტზე განსაკუთრებულ თაყვანისმცემლებს მომღერლის გამოსახულებით მაისურს აჩუქებენ

ლელა წურწუმია მორიგი სოლოკონცერტისთვის ემზადება, რომელიც 4 ოქტომბერს გაიმართება. კონცერტისთვის ბილეთების გაყიდვა უკვე იწყება. 15 აგვისტოდან შეძლებთ შეიძინოთ ბილეთები TKT.GE-ზე ბილეთების ფასი მერყეობს 15-დან 30 ლარამდე. ორგანიზატორების თქმით, A კატეგორიის ბილეთის შეძენის შემთხვევაში, კონცერტზე მისულს თქვენს ადგილზე საჩუქარი დაგხვდებათ მაისურის სახით, რომელზეც მომღერალია გამოსახული. აღსანიშნავია, რომ 15 სექტემბრიდან ბილეთების ფასი მოიმატებს. კონცერტი სპორტის სასახლეშია დაგეგმილი.

ნინო ნადირაძე: „სანამ პირველყოფილი ვაკელების სამარხს არ იპოვნიან, არ მოისვენებენ…“

ნინო ნადირაძემ „ფეისბუქზე“ გამოაქვეყნა ფოტო, რომელიც ვაკეში, ჭავჭავაძის ქუჩაზე არის გადაღებული. როგორც მოგეხსენებათ, ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაცია საკმაო ხანია, რაც მიმდინარეობს. როგორც ტელეწამყვანი წერს, ვაკეში მალე პირველყოფილი ვაკელების სამარხს აღმოაჩენენ, თუკი თხრის სისწრაფეს გავითვალისწინებთ: „ვაკეში ისეთი გამალებით თხრიან, მგონი სანამ პირველყოფილი ვაკელების სამარხს არ იპოვიან, არ მოისვენებენ, ნუ ბრინჯაოს ხანის ყავის ჭიქას მაინც“.

Facebook

რეკლამა

მსგავსი სიახლეები

რა ხდება ჩემი ცოლის დაქალების გადასაღებ მოედანზე

ჩემი ცოლის დაქალები “რუსთავი 2”-ის ტელეეკრანს 8 მარტს დაუბრუნდება. ამის შესახებ დღეს გახდა ცნობილი და როგორც “შაბათის კურიერიდან” ირკვევა, რიგით მე-15 სეზონში მაყურებელი როგორც ახალს, ასევე ძველ პერსონაჟებსაც იხილავს. მოვლენათა ეპიცენტრში კი, რა თქმა უნდა, წინა სეზონის მთავარი ინტრიგა იქნება. აპატიებს თუ არა ზაზა ქეთის, ამ ყველაფერს მაყურებელი მე-15 სეზონში გაიგებს. მსახიობ სალომე შარვაძის თქმით, […]

გიორგი ბოჭორიშვილი: „არ მინდა, ზაზას მიმართ სიმპათია გამიჩნდეს!..“

გიორგი ბოჭორიშვილი რადიო „ფორტუნას“ ესტუმრა თათა სადრაძის გადაცემაში მონაწილეობისთვის. Fortuna.ge-მ დრო იხელთა და მსახიობთან, რომელიც ახლა განსაკუთრებით პოპულარულია „ჩცდ“-ში შესრულებული ზაზას როლით, ინტერვიუ ჩაწერა. სოსო ხვედელიძესთან ვისაუბრეთ ბევრი იმაზე, როგორ რეალისტურად აღიქვამს „ჩცდ“-ს პერონაჟებს, ალბათ, შენ, როგორც სერიალის დიდი ხნის მონაწილემ, ეს ყველაზე კარგად იცი… გიორგი ბოჭორიშვილი: იმდენი ხანია, ეს გრძელდება… უბრალოდ, ეს გმირი მაყურებელს […]

„ჩცდ“-ში გიორგი ბოჭორიშვილის შესრულებამ თეატრალური კრიტიკოსის აღფრთოვანება დაიმსახურა

„ჩემი ცოლის დაქალების“ ფინალურ სერიებში ზაზას პერსონაჟის შემსრულებლის, გიორგი ბოჭორიშვილის სამსახიობო ოსტატობას აფასებენ როგორც მაყურებლები, ასევე პროფესიონალები. თეატრმცოდნე ლაშა ჩხარტიშვილი წერს, რომ გუშინდელი პერფორმანსის შემდეგ გიორგი ბოჭოროშვილი მისი ფავორიტი მსახიობების სიაშია. გთავაზობთ ლაშა ჩხარტიშვილის სტატუსს: „ყველა მსახიობის ცხოვრებაში და შემოქმედებაში დგება მომენტი, როცა ამოაფრქვევს ნიჭიერებას, გამოავლენს მის შემოქმედებით შესაძლებლობებს და პროფესიონალიზმს. მე-14 სეზონის ბოლო სერიებში […]

ქეთი დევდარიანმა ცნობილი კინოფანდი გამოიყენა და საახალწლოდ მთელი საქართველო აატირა

„ჩემი ცოლის დაქალების“ სცენარისტმა, ქეთი დევდარიანმა სერიალის სეზონის განმავლობაში, ერთხელ მაინც, მოახერხა მთელი საქართველოს ატირება. გვახსოვს რამდენიმე განსაკუთრებით კარგი ეპიზოდი ამ სეზონიდანაც, რომელიც ნინას ავადმყოფობას უკავშირდება, მანამდეც არაერთხელ გვინახავს შესანიშნავი პერფორმანსები მსახიობებისგან, რომლებიც, რასაკვირველია, პირველ რიგში, შესაბამისი სათამაშო მასალითაა განპირობებული, რასაც სცენარისტი ქმნის… გამომიძებელ აკაკი შუკაკიძის ამბავი სწორედ ერთ-ერთი მათგანია, თუმცა ის სხვა ეპიზოდებისგან იმით […]

როგორ უნდა სალომე შარვაძეს ქეთისა და ექიმი აჩიკოს ამბის დასრულება – „როგორ შეიძლება, ქეთი დაადანაშაულო?“

სალომე შარვაძე „ჩემი ცოლის დაქალების“ ერთ-ერთი წამყვანი პერსონაჟია ამჟამად. ყველა ელოდება, როდის გაიგებს მისი ეპრსონაჟის, ქეთის ღალატის შესახებ მეუღლე, ზაზა და რა მოჰყვება ამ ყველაფერს. თავად სალომემ ამის შესახებ გიგა აბტკუაშვილის საავტორო აგდაცემაში „ვიზიტორი“ „ფორტუნა პლუსის“ ეთერში ისაუბრა. გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან. სალომე შარვაძე: ჩვენ ხომ წინასწარ არაფერი ვიცით. ქეთი დევდარიანი საოცარი სცენარისტია, არ არის ჩვეულებრივი ადამიანი, […]

რეკლამა