27.8 C
Tbilisi
Thursday, September 15, 2022

დემნა გვასალიას მიერ „ბალენსიაგასთვის“ შექმნილ ჩანთებს ქართველები დასცინიან – „ესეთებს ბებიაჩემიც კერავდა…“

„ვეტემენტსის“ დამფუძნებელი და „ბალენსიაგას“ კრეატიული დირექტორი დემნა გვასალია მსოფლიო მოდას იპყრობს, თუმცა თანამემამულეების გულები ვერაფრით დაიპყრო. გვასალიას მიერ „ბალენსიაგასთვის“ შექმნილ ჩანთებს ქართველები დასცინიან და ლილოს ჩანთებს უწოდებენ.

„ბალენსიაგას“ ადიელა ჩანთა – ფასი 2785$“

„ჩვეულებრივად აგოიმებს სასტავს“

„დეზერტირების ბაზრობაზე აგდებულ ქურთების ჩანთას რომ ჰგავს, ეგ არაფერი ხომ?“

„ესეთებს ბებიაჩემიც კერავდა…“

„ლილოს ჩანთები“

„დემნას აშკარად ნოსტალგია აქვს“

„ადრე ესეთი „სუმკები“ ბაზრობაზე დაჰქონდა ხალხს საქართველოში, თუმცა ამას ქართველის მეტი ვერავინ მიხვდება. ბრავო, ამასაც მოფიქრება უნდა“

„თურმე, რა განძი გვქონია საქართველოში და ვერ ვაფასებდით. მთელი მოდა ჩვენთან იმალებოდა, ხალხო…“

„ესენი უნდა გაატარო ლილოში“

„თვალის დახამხამებაში ვიქეცით ქართველები ყველაზე მოდურებად“

„აქ რო ჩამოვლენ უცხოელები და ლილოში წავლენ, ერთ ამბავს ატეხენ – „შეხეე, გოგო, Balenciaga-ოო“

ქართველების მოსაზრებებს აშკარად არ იზიარებენ მსოფილიოს პრესტიჟული მოდის გამოცემები. „ბალენსიაგას“ ახალი ჩანთები „ნიუ იორკ ტაიმსის“ ყურადღების ცენტრში მოექცა, დემნა გვასალიას ახალი კოლექცია კი „ვოგის“ საიტის პირველ გვერდზე აღმოჩნდა. ფოტოები

Latest Posts

ბოლო სიახლეები