გიორგი ბოჭორიშვილისა და ეკა დემეტრაძის ქორწინება დასრულდა

0
2845

მსახიობების, გიორგი ბოჭორიშვილისა და ეკა დემეტრაძის რამდენიმეწლიანი ქორწინება დასრულდა. ამის შესახებ გადაცემა „ანფასის“ ანონსიდან გახდა ცნობილი, სადაც გიორგი ბოჭორიშვილმა ამ თემაზე წამყვანის მიერ დასმულ შეკითხვას უპასუხა.

„რომელიღაცა შედგება და რომელიღაცა ვერ შედგება. მირჩევნია, მე შევდგე, ვიდრე ჩემი ცოლი მსახიობი. არა როგორც ცოლ-ქმარი, მაგრამ როგორც ორი მსახიობი, ერთმანეთს ბევრ რამეში დავეხმარეთ“ – ამბობს ანონსში მსახიობი.

გიორგისა და ეკას დიდი ხნის ურთიერთობა აკავშირებთ. წყვილის ვაჟი, თომა, უკვე 7 წლისაა. მსახიობები ერთ სერიალში „ჩემი ცოლის დაქალები“ მონაწილეობდნენ, თუმცა ერთმანეთთან გადაღებებზე შეხება არ ჰქონიათ. მცირე ხნის წინ გავრცელდა ხმა, რომ წყვილი ერთად აღარ არის. ეს ჭორი გიორგი ბოჭორიშვილმა „ანფასში“ სტუმრობისას დაადასტურა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here