გიგა კვენეტაძის ცოლს ლეიკემია მძიმე დაავადება აღმოაჩნდა

გიგა კვენეტაძის ცოლს ლეიკემია მძიმე დაავადება აღმოაჩნდა

გიგა კვენეტაძე რუსეთში ცხოვრობს და მოღვაწეობს. კომპოზიტორს ჰყავს მეუღლე, მარიანა კარამოვა, რომელიც საქართველოშია გაზრდილი. წყვილს ერთი ვაჟი ჰყავს.

როგორც მომღერალი ჟურნალ „სარკის“ დღევანდელ ნომერში ამბობს, მის მეუღლეს, მძიმე დაავადება, ლეიკემია აღმოჩნდა:

„ჩემს მეუღლეს ლეიკემია აღმოაჩნდა და ძვლის ტვინის გადანერგვის ოპერაცია ჩაუტარდა. ახლა რეაბილიტაციის კურსს გავდივართ.

როდის დადგინდა დიაგნოზი?

წლინახევრის წინ. როდესაც საქართველოში ჩამოვედით, შემთხვევით შევიტყვეთ და სამ დღეში უკან გამოვბრუნდით…

ახლა ყველაფერი კარგადაა. მარიანას გადაადგილება შეუძლია, მაგრამ 1 და 2 წელი არ ეყოფა იმისთვის, რომ ადამიანი დაბრუნდეს იმ ეტაპზე, რასაც სრულად ჯანმრთელი ჰქვია“.

სიახლეები/

|

March 14, 2018 / 12:56 pm

საკვანძო სიტყვები

TOP სიახლეები

Facebook

რეკლამა

მსგავსი სიახლეები

გიგა კვენეტაძის ვიდეომიმართვა ნიკა გვარამიას – „ხარ უზრდელი და თანამდებობისთვის შეუფერებელი!..“

მომღერალი და კომპოზიტორი გიგა კვენეტაძე, რომელიც მრავალი წელია, რუსეთში ცხოვრობს და მუშაობს, „რუსთავი 2“-ის დირექტორს, ნიკა გვარამიას მიმართავს. ვიდეომიმართვაში მომღერალი აღნიშნავს, რომ ნიკა გვარამია თანამდებობისთვის შეუფერებელია და გმობს მის პოსტს ქეთა თოფურიასთან დაკავშირებით. „მინდა დავგმო მორიგი პროვოკაციული და არაკაცური პოსტი ნიკა გვარამიას მხრიდან, რომელიც გავრცელდა სოციალურ ქსელში და ეძღვნებოდა ქეთა თოფურიას და არა მარტო ქეთას, […]

გიგა კვენეტაძის შემოქმედებითი საღამო მოსკოვში გაიმართება

ქართველი კომპოზიტორისა და შემსრულებლის შემოქმედებითი საღამო ნოემბერში მოსკოვში გაიმართება. უკვე მეცხრე წელია, გიგა საცხოვრებლად რუსეთში გადასახლდა და უამრავი ცნობილი რუსი შემსრულებლისა თუ ჯგუფის სიმღერების ავტორია. სწორედ მათი მონაწილეობით იგეგმება მისი საღამოს გამართვა ერთ-ერთ საკონცერტო სივრცეში. მუსიკალური ღონისძიება 21 ნოემბერს „ვეგას სითი ჰოლში“ შედგება. კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ „ა სტუდიო“, გელა გურალია, ნიკოლაი ბასკოვი, ნოდარ რევია, აჩი […]

სტანისლავ ბონდარენკო ქართველი მომღერლის კლიპში გამოჩნდა (ვიდეო)

ახალგაზრდა ქართველმა მომღერალმა, სალი ხმალაძემ, რომელსაც რუსულ შოუ-ბიზნესში კარგად იცნობენ, მორიგი კლიპი გადაიღო. სალის ახალ კლიპში სტანისლავ ბონდარენკო მონაწილეობს. სიმღერა სახელწოდებით "შანსი“ გიგა კვენეტაძემ დაწერა, კლიპი კი სერგო სპილბერგმა გადაიღო. კლიპი ბათუმში, ზაფხულში გადაიღეს.

რეკლამა