გიგა კვენეტაძის ცოლს ლეიკემია მძიმე დაავადება აღმოაჩნდა

0
1521

გიგა კვენეტაძე რუსეთში ცხოვრობს და მოღვაწეობს. კომპოზიტორს ჰყავს მეუღლე, მარიანა კარამოვა, რომელიც საქართველოშია გაზრდილი. წყვილს ერთი ვაჟი ჰყავს.

როგორც მომღერალი ჟურნალ „სარკის“ დღევანდელ ნომერში ამბობს, მის მეუღლეს, მძიმე დაავადება, ლეიკემია აღმოჩნდა:

„ჩემს მეუღლეს ლეიკემია აღმოაჩნდა და ძვლის ტვინის გადანერგვის ოპერაცია ჩაუტარდა. ახლა რეაბილიტაციის კურსს გავდივართ.

როდის დადგინდა დიაგნოზი?

წლინახევრის წინ. როდესაც საქართველოში ჩამოვედით, შემთხვევით შევიტყვეთ და სამ დღეში უკან გამოვბრუნდით…

ახლა ყველაფერი კარგადაა. მარიანას გადაადგილება შეუძლია, მაგრამ 1 და 2 წელი არ ეყოფა იმისთვის, რომ ადამიანი დაბრუნდეს იმ ეტაპზე, რასაც სრულად ჯანმრთელი ჰქვია“.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here