34.8 C
Tbilisi
Tuesday, August 2, 2022

მარინა ბერიძე: „ნინო ჩხეიძეს ახლა ვაჩვენებ, რა გამიკეთებია…“

მარინა ბერიძე ჟურნალ „სარკესთან“ ახალი პროექტის, „მხოლოდ ქართული“ შესახებ საუბრობს. ის პასუხობს კითხვას, მოგვარდა თუ არა უთანხმოება პროექტთან დაკავშირებით ნინო ჩხეიძესთან, რომელმაც მცირე ხნის წინ გამოქვეყნებულ სტატუსში აღნიშნა, რომ მხოლოდ ქართული სიმღერის კონკურსის გაკეთება „რუსთავი 2“-ს თავად შესთავაზა, არხმა მისი წინადადება უარყო და შემდეგ თავად განახორციელა მისი იდეა.

მარინა ბერიძე:

მას ეგონა, რომ ფანოღური მუსიკის კონკურსს ვაკეთებდით. ასეთი ტერმინი, ფანოღი, მუსიკაში არ არსებობს! ალბათ, ვიღაცამ შეცდომაში შეიყვანა.

მოგვარდა თქვენ შორის უთანხმოება?

არც მიცდია, რომ მომეგვარებინა და არც არევა მიცდია. მან რაღაც უაზროდ დაიწყო, რომ ჩვენ მას რაღაც წავართვით. ნეტა, ჩემთვის არ წაერთმია ყველას ყველაფერი და მე არავისთვის არაფერი წამირთმევია. არც არასდროს ვაკეთებ იმავეს, თუ ვაკეთებ – ახალს.

ძალიან სასაცილოა, იდეის მოპარვა დამაბრალო, როცა არ ვიცი, ჩემი იდეები სად წავიღო. ძალიან გაკვირვებულია. ჩემზე თქვა, გაგვაგებინოს, ვინ არისო. როგორ გავაგებინო? ან იცის, მარინა ვინაა, ან არა. რა გაუკეთებიაო, თქვა. ჰოდა, ახლა ვაჩვენებთ, რა გაგვიკეთებია.

Latest Posts

ბოლო სიახლეები